Aa
Aa

ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ბორცვები მანქანებს ჰაერში უშვებს

გზებზე დატანილი ბორცვები ყველა მძღოლის კოშმარია. ალბათ ერთხელ მაინც გქონიათ შემთხვევა, როდესაც ავტომობილი დროულად ვერ შეანელეთ და სიჩქარის ბორცვზე სწრაფად გადაიარეთ. ამ დროს მთელი დატვირთვა ავტომობილის დაკიდების სისტემაზე მოდის და მაღალი ალბათობაა იმისა, რომ რამეს გააფუჭებთ. გზის ამაღლებული ზედაპირი საავტომობილო ნაკადის სიჩქარის შესამცირებლადაა, რასაც აუცილებლად უნდა დავემორჩილოთ.

თუმცა, ზემოთ მიბმულ ვიდეოში ნაჩვენებ ბორცვებს აშკარად სხვა დანიშნულება აქვს. აშშ-ს ერთ-ერთ შტატში გზის ორი უზარმაზარი ქიმი ერთმანეთის მიყოლებით არის მოწყობილი. ვიდეო ინტერნეტსივრცეში ამავე ქუჩის მაცხოვრებელმა გაასაჯაროვა, რომელიც საინტერესო შემთხვევების მომსწრე ფანჯარაში ყოველი გახედვისას არის ხოლმე.

მძღოლები, რომლებიც ბორცვს შედარებით მაღალი სიჩქარით უახლოვდებიან, ფიქრობენ, რომ მათ გზის ბარიერი გადალახული აქვთ. შედეგად დამატებითი მუხრუჭისგან თავს იკავებენ. მალე კი წინ მეორე ქიმი ხვდებათ, რომელიც მანქანას ჰაერში უშვებს. კადრებში ყველა სახის მანქანა ჩანს. ერთ-ერთი პოლიციის ეკიპაჟიც გახლავთ. აშკარაა, რომ მათ ამ ბორცვის შესახებ არ იცოდნენ.

ასეთი ტიპის ბარიერები მანქანას მნიშვნელოვნად აზიანებს. კადრებში ჩანს თუ როგორ უშვებს რამდენიმე მანქანა ნაპერწკლებს. გარდა ამისა, გამოუცდელი მძღოლი შესაძლოა კიდევ უფრო დაიბნეს და საჭეს სხვა მიმართულება მისცეს, კონტროლი დაკარგოს და მძიმე ავარია შეემთხვეს. ადამიანი, რომელმაც ეს ვიდეო გაასაჯაროვა, ასეთი ფაქტების შესახებაც წერს. მისი თქმით მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევები უფრო გახშირდა.

გქონიათ ამგვარი შემთხვევა საქართველოში? დაწერეთ კომენტარებში თქვენი ისტორია.

მსგავსი სიახლეები