Land Cruiser-ის მძღოლმა ზედმეტი მოინდომა და ამოყირავდა
ახლო აღმოსავლეთიდან, ალბათ, უამრავი სახალისო ვიდეო გემახსოვრებათ. ეს ის ხალხია, სადაც SUV-ები უყვართ, მანქანებს ორ ბორბალზე მართავენ და პროცესში საბურავსაც ცვლიან. გასაოცარი კი ისაა, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებრივ გზებზე ხდება.
დღევანდელი ისტორია პაკისტანში დაიბადა. ვიდეო ქვიშიან სანაპიროზეა გადაღებული. მძღოლმა თავის გამოჩენის მიზნით საოცარი მანევრის შესრულება გადაწყვიტა, რა დროსაც არ გაუმართლა და ამოტრიალდა. საბედნიეროდ, ის იქ შეკრებილ ადამიანებს არ დასჯახებია.
პაკისტანელი ავტომოყვარულების შეკრებაზე ბევრი SUV-ი და პიკაპი მოგროვდა. გამოჩენილი მძღოლები აქ კასკადიორულ ნომრებს ასრულებდნენ. სანახაობისთვის შეკრებილი საზოგადოება კი ღონისძიებას ტელეფონით იღებდა. უცებ ერთ-ერთი დამკვირვებლის ობიექტივში თეთრი Land Cruiser J200 გამოჩნდა, რომელიც არსაიდან მაღალი სიჩქარით გამოვარდა. მანევრის შესრულებისას კი სველ ქვიშაზე ამოყირავდა. ლოგიკურია, რომ 2.5 ტონიანი „ჯიპით“ დრიფტი კარგად არ დამთავრდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, მოცურებულ ავტომობილს უსწორმასწორო ზედაპირი დახვდა, მასზე ავარდა და ჰაერში გადმოტრიალდა. მძღოლისა და მგზავრების დასახმარებლად შავი პიკაპი გაჩერდა, რომელიც დაშავებულების დროულად გამოსაყვანად მყისიერად გაეშურა. როგორც აღმოჩნდა, მანქანაში მსხდომთ უსაფრთხოების ღვედები ეკეთათ და მძიმედ არავინ დაშავებულა.
უგზოობაში სასიარულო ავტომობილით სანაპიროზე გადაადგილება უდავოდ სასიამოვნო გამოცდილებაა. თუმცა, ასეთი მაღალი და მძიმე მანქანით დრიფტის მცდელობა ნამდვილი სიგიჟეა. ამ Land Cruiser-ის მძღოლს გაუმართლა, რომ მისმა იდიოტურმა მანევრმა ვინმე არ შეიწირა.