საუკუნის ავტომობილი, რომელმაც ახალი წესები შექმნა
Aa
Aa

საუკუნის ავტომობილი, რომელმაც ახალი წესები შექმნა

ყველა ათწლეულს თავისი ფავორიტი მანქანა ჰყავს, კონკურენცია იმხელაა, რომ ყოველი მომდევნო პერიოდის გამარჯვებული ცვალებადია, თუმცა ავტოინდუსტრიაში ისეთი მოდელებიც არსებობენ, რომლებმაც არა თუ ათწლეულები, არამედ საუკუნის საუკეთესო ავტომობილის სტატუსიც კი დაიპყრეს. Citroen DS-ს საუკუნის საუკეთესო ავტომობილებში სხვადასხვა კრიტერიუმებით შეფასებისას არაერთხელ აქვს საპატიო ადგილი მოპოვებული. ეს მანქანა ნამდვილი ლეგენდაა, რომელმაც ავტომოყვარულებში გემოვნება სამუდამოდ შეცვალა.

CITROËN DS: IS THIS THE MOST INNOVATIVE VEHICLE EVER IN THE HISTORY OF  CARS? | Auto e Moto d'Epoca - 20-21-22-23 October 2022 - Padua

50-იანი წლების მოსაბეზრებელ ფრანგულ ავტომობილებში უეცრად ჩვენი გმირი გამოჩნდა და მას შემდეგ თამაშის წესები საერთოდ შეიცვალა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდში მსგავსი ინოვაციური ავტომობილის გამოჩენას არავინ ელოდა. 1955 წელს მსოფლიომ ფრანგული საოცრება იხილა.

1972 Citroen DS - 21 | Classic Driver Market

Citroen DS-ზე უამრავი რამის თქმა შეგვიძლია, თუმცა ჩვენ მაინც ძირითად ნიუანსებს გამოვარჩევთ. ეს იყო ავტომობილი, რომელსაც მასიური წარმოებისთვის უამრავი ტექნოლოგიური და ინოვაციური უნარები გააჩნდა. ჰიდროპნევმატური დაკიდების სისტემა უგზოობაზე უაღრესად დიდი კომფორტით გამოირჩეოდა, აგრეთვე ამ დაკიდების ხარჯზე მუხრუჭის ეფექტურობაც და მოსახვევში ავტომობილის კონტროლიც ორმაგად დაიხვეწა. სხვა მოდელებთან მიმართებაში სხვაობები იმდენად დიდი იყო, რომ შეუიარაღებელი თვალითაც კი გამოუცდელი მძღოლისთვისაც ყველაფერი გასაგები იყო. თავდაპირველად 1.9 ლიტრიანი კარბურატორის სისტემით აღჭურვილი ძველი სტილის ძრავები იყო ხელმისაწვდომი, რასაც ვერ ვიტყით მის გადაცემათა კოლოფზე, რადგან ის 4-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი იყო, რომელსაც კონუსის საფეხური არ ჰქონდა, თუმცა სიჩქარეების შეცვლა მაინც ხელით იყო შესაძლებელი. განახლებულ მოდელებში 2.3 ლიტრიან ინჟექტორული შეფრქვევის მქონე ძრავსაც შევხდებით, რომელიც სამოდელო სიაში ყველაზე მძლავრი იყო და მას 141 ცხენისძალა ჰქონდა, გადაცემათა კოლოფებს რაც შეეხება, განახლებულ ვერსიებში 4 და 5-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფებიც იყო ხელმისაწვდომი.

CITROËN DS – THE GREATEST CAR IN THE WORLD — JACK SHEPHERDSON

ავტომობილის სახურავი Fiberglass-გან იყო დამზადებული, რადგან მისი სიმძიმის ცენტრო დაბლა ყოფილიყო მიმართული, ეს ყველაფერი დამოუკიდებელ დაკიდების სისტემასთან მიმართებაში დახვეწილ მართვის შესაძლებლობებს იძლეოდა. Citroen DS-ის ჰიდროპნევმატური დაკიდების სისტემა ავტომობილის სიმაღლის რეგულირების საშუალებას იძლეოდა, რაც მეტად ადაპტირებულს და მორგებულს ხდიდა მას ნებისმიერ გზის საფარზე. მე-3 თაობის Citroen DS-ში ეს სისტემა კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა. ამ მოდელში კიდევ ერთ ინოვაციურ გამოგონებას შევხვდებოდით, ეს იყო წინა ადაპტირებადი მაშუქები, რომლებიც საბურავის მოხვევის კუთხეს ითვლიდა და მასთან შესაბამისობაში 80 გრადუსის დიაპაზონში მოსახვევის მიმართულებით უხვევდა. აღნიშნული სისტემის მასიური გამოყენება დანარჩენმა მწარმოებლებმა მხოლოდ რამოდენიმე ათწლელის შემდგენ მოახერხეს.

Citroën DS vs. DS 9 – Návrat očekávaného krále - Garáž.cz

Citroen DS ნამდვილი ვარსკვლავი იყო, მას ვიხილავდით ყველგან, ფილმებში თუ მსოფლიო რალის ეტაპებზე, მთავარი იყო, რომ მისი წარმატება ყველგან თვალსაჩინო და ყველასთვის აშკარა იყო. აქვე უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: პრეზენტაციის დროს შეკვეთების დეპოზიტმა 80 000 ერთეულს მიაღწია, ეს მაჩვენებელი კი 60 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ყველა ავტომწარმოებლისთვის მოუხსნელი რეკორდი იყო, 2016 წელს კი აღნიშნული რეკორდი Tesla Model 3-მა გააუმჯობესა და მან ჯამში 180 000 ერთეული შეადგინა.  

The Best of...

Citroen DS-ი არაერთ გამოკითხვაში საუკუნის საუკეთესო ავტომობილების სამეულში შევიდა და სრულიად დამსახურებლადაც, რადგან მან წინა საავტომობილო საუკუნე ნამდვილად შეცვალა უკეთესობისკენ და თამაშში ახალი წესები დაამყარა.

მსგავსი სიახლეები