Mercedes-Benz, Intruder, Heuliez, ჯერემი კლარკსონი
Aa
Aa

მსოფლიოში ერთადერთი Heuliez Intruder-ი გასაყიდადაა გამოტანილი

მანქანა, რომელიც ერთდროულად SUV-იცაა, კუპეც და კაბრიოლეტიც.

თუ Top Gear-ის გულშემატკივარი ბრძანდებით, მაშინ ჯერემი კლარკსონის მიერ აწყობილი “The Excellent-ი“ აუცილებლად გეცოდინებათ (ქვემოთ პირველივე სურათი). ეს არის Land Rover Discovery-ს შასიზე შექმნილი SUV-ი, რომელსაც Mercedes-Benz SL-ის კორპუსი მოარგეს. როგორც ჩანს, სახელგანთქმული ჟურნალისტი და წამყვანი ერთადერთ ადამიანი არ არის, ვისაც Mercedes-ის უცნაური SUV-ი აქვს შექმნილი.

სურათებზე ნაჩვენებ მანქანას Intruder-ი ჰქვია, რომელიც ძარების მწარმოებელმა კომპანია Heuliez-მა 1996 წელს შექმნა. უგზოობისთვის განკუთვნილი მოდელი Mercedes-Benz G320-ზეა დაფუძნებული, თუმცა G-Wagon-ს საერთოდ არ ჰყავს. მას სპორტული და გლუვი დიზაინი აქვს და სახურავი SLK-ს მიუგავს.



ეს მეტალის მოძრავი სახურავის მქონე Intruder-ის ერთადერთი ეგზემპლარი გახლავთ. წარმოებაში ჩაშვებული ხუთი მოდელი მყარი სახურავით გამოვიდა. მანქანას საინტერესო ისტორია აქვს. გასაყიდად ის DK Engineering-მა გამოიყვანა. განცხადებული აღნიშნულია, რომ მანქანის თავდაპირველი ფერი Mercedes Silver-ი იყო. შემდეგ ის თეთრად შეღებეს. მოგვიანებით წითლად გადაღებეს. საბოლოო კი ქარხნული ფერი დაუბრუნეს.

დამატებით, ამ უნიკალურ და უჩვეულო მანქანას სრული რესტავრაცია ჩაუტარდა. სამუშაოს ჯამურმა თანხამ 300 000$ შეადგინა. ახლა კი მის სანაცვლოდ 220 000$-ს ითხოვენ, რაც საკმაოდ სარფიანად ჟღერს.



Intruder-ი Mercedes-ის 3.2-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავით არის წარმოდგენილი და სიმძლავრეს ოთხივე ბორბალთან 4-სიჩქარიანი ტრანსმისიით ანაწილებს. გარდა ამისა, მას ბლოკირებადი დიფერენციალებიც გააჩნია და ნებისმიერი ტიპის ზედაპირზე სასიარულო საბურავებიც აქვს.

თუ Heuliez-ის სახელი არ გეცნობათ, მაშინ გეტყვით, რომ კომპანია Renault-თან აქტიურად თანამშრომლობდა. მათი კოლაბორაციით 5 Turbo შექმნეს. ეს ავტომობილი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ცხელ ჰეჩბეკად ითვლება.

საინტერესო ისაა, რომ DK Engineering-ი Intruder-ის გაყიდვას უკვე ორი წელია ცდილობს. ალბათ, ეს მანქანა ჯერემი კლარკსონს ელოდება, რათა “The Excellent-თან" დააწყვილოს. 

მსგავსი სიახლეები