Maserati Shamal - ეპატაჟური იტალიელი
Aa
Aa

Maserati Shamal - ეპატაჟური იტალიელი

Maserati-ს სამიზნე ყოველთვის შარმიანი და ყველასგან განსხვავებული ავტომობილების შექმნა იყო. ამ კომპანიამ არაერთი ავტომობილი შექმნა, რომელსაც სხვა ავტომობილებთან არანაირი მსგავსება არ აქვს და ყველფრით გამორჩეულია. 1990 წელს ამ იტალიური კომანიის მიერ შესრულებული უანალოგო Maserati Shamal-ი ვიხილეთ-ავტომობილი, რომელიც არაფერს არ ჰგავს და ყველასგან ყველაფრით გამოირჩევა.

Maserati Shamal #21 | BestCarMagz.net

Shamal-ის ვიზუალური მონაცემები არა თუ 90-იანებისთვის იყო უჩვეულო, არამედ თანამედროვე ცხოვრბეშიც კი თვალში მოხვედრისას სამუდამოდ დაგვამახსოვრებს თავს. 6 წლიანი წარმოების პერიოდში 369 ერთეული გამოუშვეს, დასანანია, რომ მსგავსი ავტომობილი ესეთი მცირე რაოდენობით არსებობდა. ეს მოდელი იყო სპორტული „კუპე“, შესაბამისად მისი აგრეგატებიც ქმედუნარიანები უნდა ყოფილიყვნენ. V-ტიპის 8 ცილინდრიან ძრავას, რომლის მოცულობაც 3.2 ლიტრი იყო, ორი ტურბო ჰქონდა შეთავსებული. პირველი ტურბო მოქმედებას 2500 ბრუნზე იწყებდა, შესაბამისად ავტომობილის ნებისმიერ სიჩქარეში აჩქარება პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენდა. ორივე ტურბო წყლით გაგრილებადი იყო და ორივეს დამოუკიდებელი ჰაერის გაგრილების მქონე რადიატორებიც ჰქონდა. Maserati Shamal-ს 2-განყოფილებიანი საწვავის კვების სისტემა ჰქონდა, რომელსაც Weber-Marelli აწარმოებდა. ამ ყველაფრის ერთობლიობა 326 ცხენისძალასა და 432 ნიუტონს გამოიმუშავებდა. 0-100 აჩქარებას ავტომობილი 5 წამში ახერხებდა, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 275-ს აღწევდა. Shamal-ი 1400 კილოგრამს იწონიდა, შესაბამისად მისი მართვა ძალიან ნატურალური და სახალისო იყო. 6-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფის და და დაბალ ბრუნებზე დიდი ძალის მეშვეობით მე-6 სიჩქარით შეგეძლოთ 50 კმ/სთ-ით გადაადგილებულიყავით უპრობლემოდ, მიუხედავად იმისა, რომ ძრავის ბრუნვის მაჩვენებელი სულ რაღაც 1000-ის ნიშნულთან იქნებოდა გაჩერებული.

Maserati Shamal: the best of the biturbos | Classic & Sports Car

ავტომობილს 16-იანი უალამაზესი OZ-ის დისკები ჰქონდა, თუმცა ამ ძალის პატრონისთვის შესაბამის მოჭიდებას გზის საფართან ვერ უზრუნველჰყოფდა. Shamal-ის უკანა დიფერენციალი Torsen-ის იყო, თუმცა მცირე ზომის საბურავების გამო მესამე სიჩქარეში უეცარი აჩქარების დროსაც კი ბუქსაობდა.

Maserati Shamal: the best of the biturbos | Classic & Sports Car

 ინტერიერი ნამდვილი იტალიური კლასიკა იყო, მასში ისეთ ძვირადღირებულ ელემენტებს შევხდებოდით, როგორიც იყო ნატურალური ტყავი, ალკანტარა და Maserati-ის მოოქროვილი საფირმო საათი. გარე ვიზუალიდან ყველაზე შესამჩნევი 90-იანი წლების Maserati-ს სავიზიტო ბარათი იყო, რომელიც უკანა ფრთის არასტანდარტულ დიზაინს გულისხმობდა.

Maserati Shamal used car > AutoVisual

Maserati Shamal-ის წარმოება მასიური არ ყოფილა, კომპანიას თავიდანვე არ ჰქონია მსგავსი ჩანაფიქრი, ეს ავტომობილი იყო დემონსტრირება იმისა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ინდივიდუალური სტილისა და სპორტულობის სინთეზი ისე, რომ ნაკლი ვერავის აღმოეჩინა.

მსგავსი სიახლეები