ფორმულა 1-ზე ახალი ფილმი გამოვა და მასში ბრედ პიტი ითამაშებს
ფილმს Top Gun: Maverick-ის რეჟისორი ჯოზეფ კოსინსკი გადაიღებს. ერთ-ერთი პროდიუსერი კი ლუის ჰამილტონი იქნება.
Apple-ის სტუდიამ Top Gun: Maverick-ის რეჟისორი ჯოზეფ კოსინსკი დაიქირავა, რომელმაც ფორმულა 1-ზე ფილმი უნდა გადაიღოს. ამ ფილმში მთავარ როლს ბრედ პიტი შეასრულებს.
ფილმის სათაური ჯერ ცნობილი არაა. სიუჟეტი ბრედ პიტის გარშემო ვითარდება. ავტოსპორტიდან წასული პილოტი რბოლას უბრუნდება და საუკეთესო პილოტს ეჯიბრება. ფილმის სცენარისტი ასევე Top Gun-ის სცენარის ავტორი ერენ კრუგერი იქნება. პროდიუსერებიდან ერთ-ერთი კი ლუის ჰამილტონი უნდა იყოს.
კოსინსკიმ ფორმულა 1-ის ფილმზე მუშაობა ლუის ჰამიტონთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა. ეს შეხვედრა ტომ კრუზმა მოაწყო. Apple ასევე ლუის ჰამილტონის ბიოგრაფიული დოკუმენტური ფილმის გამოშვებას აპირებს. პრემიერის დღე ჯერ უცნობია.
ეს კოსინსკისთვის ავტოსპორტზე ფილმის გადაღების პირელი მცდელობა არ არის. მას უნდა გადაიღო ფილმი Go Like Hell, რომელიც ლე მანის 24 საათზე „ფორდისა“ და „ფერარის“ დაპირისპირებაზე იქნებოდა. ქეროლ შელბის როლში ბრედ პიტი უნდა ყოფილიყო. ეს პროექტი Ford v. Ferrari გახდა, რომელიც ჯეიმს მანგოლდმა გადაიღო, ქეროლ შელბის როლი კი მეთ დეიმონმა შეასრულა.
Netflix-ის დოკუმენტურმა სერიებმა Drive to Survive ფორმულა 1-ისადმი ინტერესი გააღვივა. თუმცა, ამ სპორტის პოპულარიზაციას ხელს დრო და დრო გამოსული ფილმები უწყობს. 2013 წლის ფილმს Rush, რომელიც ნიკი ლაუდასა და ჯეიმს ჰანტის ლეგენდარულ დაპირისპირებაზეა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ახალი ფილმი, ბრედ პიტის მონაწილეობით, მსგავსი ან მეტი დადებითი შეფასების მიღებას.