პოლიცია
Aa
Aa

ქალმა პოლიციის დეპარტამენტის წინ საპატრულო პოლიციის ავტომობილი მოიპარა

ქურდობა პოლიციის შენობის წინ... უცნაურია, არა?

მასაჩუსეტსში, მელდენში 38 წლის ქალი დააკავეს, მას შემდეგ, რაც პოლიციის ავტომობილი მოიპარა და გაიქცა.

მელდენის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა თავისი ავტომობილი ადგილობრივი პოლიციის შენობის წინ გააჩერა. პოლიციელი უკან დაბრუნდა. ავტომობილი კი ადგილზე აღარ დახვდა.

ცოტა ხანში ქვეითმა პოლიციელმა ავტომობილის საჭესთან ქალი შენიშნა და მისი გაჩერება სცადა, მაგრამ ქალი არ დაემორჩილა. მალევე დევნა დაიწყო და დაკავებით დასრულდა. დაკავებულის სახელი და გვარი რენელ სონიაა.

„ეს შემთხვევა ძალიან სწრაფად მოხდა. ტრანსპორტის შოვნის უფრო ადვილი გზებიც არსებობს. თუ გადაადგილება გჭირდებათ, შეგიძლიათ პოლიციის დეპარტამენტს დაუკავშირდეთ. ყველაფრის საკუთარ თავზე აღება არაა აუცილებელი. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. არც ავტომობილი დაზიანებულა“, - ამბობს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი მარკ გეტკომბი.  

38 წლის ქალს ბრალი ავტომობილის მოპარვაში და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედება. როგორც მისი ადვოკატი ამბობს, ქალს დიდი ხანია მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ამ აზრს დაკავებულის დედაც იზიარებს.

„ის ძალიან შეშინებული იყო. რაღაც ეუბნებოდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა. ის უბრალოდ გაქცევას ცდილობდა და ვერ იაზრებდა, რას აკეთებდა. დაფიქრდით. ვინ მოიპარავს პოლიციის ავტომობილს პოლიციის დეპარტამენტის წინ. ის უბრალოდ უგონოდ იყო“, - ამბობს შერილ სონია.   

მსგავსი სიახლეები