საწვავის გაძვირების გამო მიჩიგანის პოლიცია პატრულირებას ამცირებს
აშშ-ში საწვავის ფასი ძალზედ სწრაფად იზრდება. მიჩიგანში ერთი გალონი (3.8 ლიტრი) საწვავი 5.21$ ღირს. გასული კვირიდან დღემდე ფასი ნახევარი დოლარით გახლავთ მომატებული.
მოსახლეობა, ისევე, როგორც მიჩიგანის შტატის პოლიცია, საწვავის დასაზოგად სხვადასხვა ხერხს მიმართავს. Isabella County-ს შერიფი, მაიკლ მაინი, აცხადებს, რომ მისმა განყოფილებამ საწვავისთვის განკუთვნილი ფინანსები უკვე ამოწურა. რესურსების განახლებამდე კი რამდენიმე თვეა დარჩენილი.
ამ პრობლემის გამო მაინი პატრულირებას ამცირებს და თანამშრომლებს სატელეფონო ზარებისა და კამერებით ოპერირებისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, გაიზრდება ეკიპაჟებს შორის ინფორმაციის გადაცემის სისწრაფეც.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მიჩიგანის პოლიცია ქუჩებში პატრულირებას წყვეტს. ეკიპაჟებს აქტიური რეაგირება ექნება ისეთ ზარებზე, რომლებიც ადამიანის სიცოცხლეს, ყაჩაღობას და სხვა მძიმე დანაშაულებს ეხება.
პოლიციის გარდა, საწვავის ფასი ზრდამ დიდი გავლენა იქონია ბიზნესზეც. მარტში Uber-მა მნიშვნელოვნად გაზარდა ტარიფები, რაც საწვავის ფასის ზრდას მოჰყვა. მიუხედავად ასეთი სიტუაციისა, ამერიკელები დიდი ზომის ავტომობილის შეძენას მაინც განაგრძობენ. აშშ-ში SUV-ები და პიკაპები ისევ ყველაზე გაყიდვადი მანქანების კლასია. ნავთობის გლობალური კრიზის შესახებ კი ოპტიმისტურ შეფასებებს ვერავინ აკეთებს.