Aa Aa
13 ივნისი 2022  |  12:02

კომფორტისა და ფუფუნების ეტალონი

უკვე დიდი ხანია, რაც “სახალხო მანქანა“ განსხვავებულ ავტომობილებსაც აწარმოებს. საშუალო ფენაზე მორგებული ავტომობილებით ფუფუნების საგნებამდეც მივიდნენ. ამის ყველაზე დიდი გამოვლინება კი უნიკალური და უაღრესად კომფორტული VW Phaeton-ი იყო, რომელიც მსოფლიოს 21-ე საუკუნის დასაწყისში მოევლინა.

 Volkswagen Phaeton 4.2I V8 Tiptronic 4M :: 3 photos and 60 specs ::  autoviva.com

2002 წელს ჟენევას ავტოშოუზე ყველაზე დიდად ჟურნალისტების ყურადღება Phaeton-მა მიიქცია, რადგან ეს არ იყო „იაგუარი“ ან „ბენტლი“, თუმცა მათთან საპირწონედ იყო წარდგენილი. პირველი რეაქცია, უიმედო იყო, თუმცა საქმეში ღრმად ჩახედვის მერე, ყველა მიხვდა, რომ მათ წინაშე VW-ის მიერ შექმნილი ფუფუნებისთვის განკუთვნილი ავტომობილი იყო.

2004 Volkswagen Phaeton W12 for Sale - Rare 12-Cylinder Phaeton on Bring a  Trailer

Phaeton-ის ყველაზე მაღალი კომპლექტაცია 12-ცილინდრიანი 6.0 ლიტრი მოცულობის ძრავით იყო აღჭურვილი. აღნიშნული აგრეგატი 450 ცხენსიძალას და 550 ნიუტონს გამოიმუშავებდა. ავტომობილის წონას თუ შევხედავთ, მისგან კარგი აჩქარების დინამიკას არ უნდა ველოდოთ, თუმცა 2400 კილოგრამიანი სედანი 100-მდე 5.2 წამში ჩქარდებოდა, რაც ძალიან შთამბეჭდავი იყო. ავტომობილი სრული ამძრავი იყო, რასაც კომპანია 4MOTION-ს უწოდებდა. ავტომობილის დიდი ბაზიდან და პნევმატური დაკიდებიდან გამომდინარე ძალიან მაღალი ხარისხის სვლას სთავაზობდა მომხმარებლებს, შესაბამისად აღნიშნული ავტომობილით ევროპის არაერთი დიპლამატიური კორპუსის წარმომადგენლები და სახელმწიფო მოხელეებიც კი სარგებლობდნენ. ავტომობილს სხვადასხვა უსაფრთხოების და კომფორტისთვის განკუთვნილი სისტემები ძალიან დიდი რაოდენობით გააჩნდა.

Modern Collectibles Revealed: 2005 Volkswagen Phaeton W12 - The ... | Volkswagen  phaeton, Volkswagen, Touareg vw

წარმოიდგინეთ მდგომარეობა, როდესაც თქვენი მეზობელი გეკითხებათ, თუ რა მანქანა იყიდეთ და თქვენ სიამაყით პასუხობთ, რომ სულ რაღაც 90 000 დოლარის ღირებულების VW Phaeton-ი შეიძინეთ. დიახ! ამერიკაში 2002-2006 წლებში ყველაზე მაღალი კომპლექტაციის ფასი 92 000 დოლარსაც კი უტოლდებოდა, მაგრამ ნუ გაგიკვირდებათ, იცოდეთ, რომ თუ კი სადმე შავი ფერის Bentley Continental GT-ს გლამურულ ვიდეოს შეხვდებით, გახსოვდეთ, რომ იგი VW Phaeton-ის ბაზაზეა შექმნილი.

გაზიარება: