BMW, მესამე სერია
Aa
Aa

ქურდებმა გარეთ გაჩერებული მესამე სერიის BMW ნაწილებად დაშალეს

სადაც უნდა ცხოვრობდეთ, ღამე ავტომობილის ქუჩაში უყურადღებოდ დატოვება კარგი იდეაა არა.

ამ BMW-ს მფლობელის კოშმარი გერმანიაში რეალობად იქცა. მესამე სერიის BMW ქურდებმა თითქმის ნაწილებად დაშალეს. ზარალი €20,000-ია.

ეს შემთხვევა გერმანიაში, ჰილდენში ლინდეპლაცის რაიონში მოხდა. 22 წლის მფლობელმა  მესამე სერიის BMW ღამით გარეთ გაჩერებული დატოვა. დილით ორმა ადამიანმა შენიშნა, რომ ავტომობილს „კანი გააცალეს“ და პოლიციას შეატყობინეს.

ავტომობილის ამოცნობა თითქმის შეუძლებელია, რადგან მას ბამპერები, მაშუქები და კაპოტი აღარ აქვს. ქურდებმა ნაწილები ძრავის განყოფილებიდანაც მოიპარეს. ავტომობილი კი ადგილიდან არც დაუძრავთ. როგორც წესი, ქურდებს დისკები და კატალიზატორები მიაქვთ. ამჯერად მათი სამიზნე სხვა ნაწილები იყო.

ნაწილები სალონიდანაც მოიპარეს. ავტომობილს მთელი მონაცემთა პანელი და საჭე აკლია. წაღებულია მულტიმედია სისტემის ეკრანი, ცენტრალური კონსოლი და კარების ნაწილებიც.

მსგავსი სიახლეები