Aa
Aa

ეს 6-ბორბლიანი Jeep-ი აპოკალიფსისთვის მზადაა

Apocalypse Manufacturing-მა Jeep-ზე დაფუძნებული მონსტრი გაასაჯაროვა.

Apocalypse Manufacturing-ი, როგორც სახელი ამბობს, კომპანიაა, რომელიც აპოკალიფსისთვის გამზადებულ ავტომობილებს ქმნის. 2022 წლისთვის მათ ახალი მოდელი გაასაჯაროვეს. სურათებზე თქვენ Oculus-ს ხედავთ, რომელსაც საკმაოდ უცნაური დიზაინი აქვს. ორიგინალი მაშუქები სრულად ჩანაცვლებულია და ცხვირი ერთი გრძელი LED-ი მაშუქით არის წარმოდგენილი. აშკარაა, რომ ამ მანქანის დიზაინერი Tesla-ს Cybertruck-ით არის შთაგონებული.

განათების სექცია ძალზედ დიდი ზომისაა და 15 000 ლუმენი სიმძლავრისაა. ცხაურა და ბამპერის ნაწილი მსუბუქი მასალისგან, მინაბოჭკოსგანაა არის გაკეთებული.

Apocalypse Manufacturing-მა ცვლილებები შეიტანა ძრავის განყოფილებაშიც. Hellfire და Sinister 6 მოდელები 392 Hemi V8-ით გამოვა. ეს ძრავა Dodge Challenger-სა და Charger R/T Scat Pack-ში გვხვდება და 485 ცხენის ძალასა და 644 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. აღსანიშნია ისიც, რომ 392 Hemi V8 ჩაანაცვლებს Corvette-ის LS3 V8-ს. კომპანია მის წინა მოდელებში ამ აგრეგატს იყენებდა.

ეს „ტუნინგ“ ატელიე მსურველებს 6.2-ლიტრიან კომპრესორიან V8-საც შესთავაზებს. Hellcat-ის აგრეგატი 800 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

„ჩვენი მომხმარებელი მდიდრული ხარისხისა და მაღალი კლასის ელემენტების დამატებით არასდროს კმაყოფილდება. მათ მეტი გამორჩეულობა სურთ,“ - ამბობს Apocalypse Manufacturing-ის მფლობელი, ინჟინერი და მთავარი დიზაინერი ჯოზეფ გატასი. „Oculus-ის ცხვირს ჩვენამდე მომავალი 6 ბორბლით მოჰყავს. ამავე დროს ძალზედ მძლავრია და შეუსრულებელი მისიების შესრულება შეუძლია.“

მსგავსი სიახლეები