ასლი, Porsche, Toyota, Boxster, MR-S
Aa
Aa

ეს ტაივანური Toyota MR-S-ი Porsche Boxster-ის ფორმაშია გამოწყობილი

სპორტული ავტომობილის ფასები დღეს საოცრად მზარდია. ბევრი მოყვარული ასეთი ტიპის მოდელების შეძენას ვეღარ ახერხებს.

ასეთი ადამიანებისთვის კი ტაივანში იაფფასიანი გამოსავალი აქვთ. ამ ქვეყანაში თქვენ Toyota MR-S-ზე დაფუძნებულ Porsche Boxster-ს შეიძენთ და ეს ის შემთხვევა არ იქნება, როდესაც ხალხის დაცინვის საგანი გახდებით. Kaidee Auto-ზე ამ მანქანის გასაყიდი განცხადებაა ატვირთული. ის ორიგინალ მოდელზე გაცილებით უფრო ნაკლებადაა შეფასებული.

მანქანის წინა და უკანა მხარე პირველი თაობის Boxster-ს საოცრადაა მიმსგავსებული. წინა ბამპერი ოდნავ განსხვავებულ სტილს ატარებს. ამ დეტალით ის 718 თაობის მოდელს გვაგონებს. ჯამში კი მანქანას პირველი შთაბეჭდილების მოხდენა წარმატებით შეუძლია.


ავტომობილის უკანა ნაწილში განთავსებული დეტალები ერთმანეთთან უფრო კარგადაა დაკავშირებული. უკანა მაშუქები და ბამპერი პირდაპირ ორიგინალი ავტომობილიდან არის აღებული. Boxster-ის მსგავსია ძალოვანი აგრეგატის მოწყობაც. Toyota MR-S-ი ქარხნულად შუაძრავიანი მოდელი გახლავთ. თუმცა, ორიგინალისგან განსხვავებით, ეს მანქანა 1.8-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი. ის 140 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 4-სიჩქარიან მექანიკურ კოლოფთანაა დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაცემები არ ბრწყინავს, ამ Toyota Boxster-ის მართვა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.



ინტერიერი ის ნაწილია, სადაც MR-S-ი თავის თავს ააშკარავებს. კოკპიტი და ცენტრალური კონსოლი ქარხნულია. MR-S-ის გახლავთ საჭეც, რომელზეც Porsche-ს ლოგოა დატანილი. საინტერესო ისაა, რომ იაპონური დიზაინს საჭეს შტუტგარტული ემბლემა საოცრად უხდება.

ტაილანდში ასეთი პროექტები იშვიათი არ არის. ავანტიურული იდეებისთვის კი MR-S-ებს ხშირად იყენებენ. მანქანა საკმაოდ იაფია, ხოლო გადასაკეთებლად მარტივი.

Boxster-ის ეს რეპლიკა 24 616$-ად არის შეფასებული. გადაიხდიდით ამ თანხას მის სანაცვლოდ? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები