BMW, აუქციონი, M3, E30
Aa
Aa

ეს 1990 წლის BMW M3 შესაძლოა ახალ M3-ზე ძვირად გაიყიდოს

BMW E30 M3-ის მსგავსი ისტორიული დატვირთვა ბევრ ავტომობილს არ აქვს. ეს იმდენად მნიშვნელოვანი მოდელია, რომ აქტუალობას დღესაც არ კარგავს. ამას მისი ღირებულება მოწმობს.

სურათებზე თქვენი 1990 წელს გამოშვებულ ერთ-ერთ ეგზემპლარს ხედავთ, რომელიც ახლა აუქციონზეა გამოტანილი. მანქანა იმდენად მოვლილია, რომ შესაძლოა 140 000$-ის ფარგლებშიც გაიყიდოს. ეს ზუსტად ის თანხაა, რამდენიც ახალი M3-ის შესაძენად დაგჭირდებოდათ.



Bring A Trailer-ზე ატვირთულ M3-ის განცხადებაში წერია, რომ მანქანას 73 000 მილი (117 000კმ) აქვს გარბენი. ასეთი კილომეტრაჟი კი მოდელს საერთოდ არ ეტყობა. კორპუსი ყველა კუთხიდან ჩინებულად გამოიყენება. ამის მიზეზი ისაა, რომ ავტომობილი რამდენიმე თვის წინ შეღებეს.

შედეგად, Diamond Black Metallic ფერში შეღებილი ექსტერიერი ბეჟ ინტერიერზე იდეალურად „მიდის“. წუნდაუდებელ მდგომარეობაში გახლავთ სალონიც. გამოყენების კვალი დეტალებზე საერთოდ არ აღინიშნება. იდეალურად მუშაობს ლუქი, სავარძლების გათბობა, კრუიზ კონტროლი, კონდიციონერი და რადიო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი მულტიმედიის თანამედროვე სისტემას ვერ შეედრება თავისი ხიბლი მაინც აქვს.



იმავეს თქმა შეიძლება ძრავის განყოფილებაში განთავსებულ 2.3-ლიტრიან S14 ძრავაზე. ამ ავტომობილის ავტოსამყაროში დამკვიდრება სწორედ ამ აგრეგატის დამსახურებაა. ქარხნული E30 M3 192 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, რომელსაც 5-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფი უკანა საბურავზე ანაწილებდა. ქარხნული გახლდათ თვითბლოკირებადი დიფერენციალიც.

სტატიის წერის მომენტში ამ ავტომობილის ფასი 50 000$-ს აჭარბებს. აუქციონის დასრულებამდე კი 4 დღეა დარჩენილი.

როგორ ფიქრობთ, რამდენად შეფასდება ეს ავტომობილი? დაწერეთ თქვენი ვარაუდი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები