სანქციები, რუსეთი, Lada
Aa
Aa

სანქციების გამო რუსული ავტოინდუსტრია მე-20 საუკუნეში დაბრუნდა

ალბათ, მოგეხსენებათ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აგრესორ ქვეყანას საერთაშორისო სანქციები დაუწესეს. ჩვენი მეზობელი ქვეყნის ბაზარი უამრავმა გიგანტმა კომპანიამ დატოვა. ამ ნაბიჯების გადადგმის შედეგი კი ოკუპანტ სახელმწიფოზე ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ისახება.

სხვადასხვა ნაწილების ნაკლებობის გამო, Lada-მ Granta-ს ახალი ვერსია - Classic-ი - გამოაგორა. ეს მანქანა მხოლოდ იმ ნაწილებით არის აღჭურვილი, რომლის წარმოებაც ადგილობრივად არის შესაძლებელი. მისი გასაყიდი ფასი კი 13 000$-ს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა „Classic-ი“ კარგად ჟღერს, ეს მანქანები წინა ვერსიებზე ნაკლები ტექნოლოგიით გამოდის. მოდელებს ABS-ი, უსაფრთხოების ბალიშები და კონდიციონერი არ აქვს. მისი 90-ცხენისძალიანი 1.6-ლიტრიანი ძრავა კი ჰაერის დაბინძურების ევროპულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. თუმცა, არ გეგონოთ, რომ საქმე სპორტულ ავტომობილთან გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ Lada-ს მოდელებს „21-ე საუკუნის ავტომობილს“ ვერასდროს ვუწოდებდით, ეს მანქანები გასული საუკუნის 80-იანი წლების დონეზე დავიდა.

ჯეფრი ედმონდსი, რომელიც წლების წინ ობამას ადმინისტრაციას ემსახურებოდა, აცხადებს, რომ ეს ყველაფერი არის ფასი, რასაც რუსეთი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრისთვის იხდის. უხარისხო ავტომობილების გამოშვება კი არაფერია იმასთან შედარებით, რა დარტყმაც აგრესორ ქვეყანას გზით მიადგებათ.

რუსი მძღოლებისთვის სიტუაცია ძალზედ მძიმეა. მოქალაქეები ქვეყანაში მანქანის ნაწილებს თითქმის ვერ შოულობენ და თუ ამას ახერხებენ, დიდი თანხის გადახდა უწევთ. უცხოური ვებ-გვერდებიდან ნაწილების გამოწერა კი იმდენად ძვირი ჯდება, რომ ხშირ შემთხვევაში მანქანის ღირებულებას აჭარბებს.

მსგავსი სიახლეები