Ford, გაწვევა
Aa
Aa

Ford-მა დაგორების რისკის გამო თითქმის 3 მილიონი ავტომობილი გაიწვია

Ford-ი 2.9 მილიონ ავტომობილს ტრანსმისიის პრობლემის გამო გაიწვევს. გადაცემათა კოლოფის ეს ხარვეზი Park-ის რეჟიმში მანქანას ადგილზე არ იჭერს. შედეგად ავტომობილის დაგორების რისკი ჩნდება.

გაწვევა საკმაოდ მასშტაბურია და მოდელების ფართო ჩამონათვალს მოიცავს. სიაში შეტანილია 2019 წლის Escape-ი, 2013-2018 წლების C-Max-ი, 2013-2016 წლების Fusion-ი, 2013-2021 წლების Transit Connect-ი და 2015-2018 წლების Edge-ი.

NHTSA-ს მიხედვით, ამ მოდელებში მილისი, რომელიც გადამრთველის სადენს ტრანსმისიასთან აერთებს შესაძლოა გამოვარდეს. Ford-ისთვის ამ პრობლემის სათავე ჯერ გაურკვეველია.


გამოვარდნილი მილისის გამო კოლოფი სასურველ სიჩქარეში არ ვარდება. ეს პარკინგსაც ეხება. თუ მძღოლი ხელის მუხრუჭს არ გამოიყენებს, მაშინ ავტომობილის დაგორების საშიშროება ჩნდება.

ამ პრობლემით Ford-ის სადილეროებს 1 630 მანქანის მძღოლმა მიაკითხა. NHTSA-მ კი 233 საჩივარი აღრიცხა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ ოთხი დაშავებული ადამიანის შემთხვევა აქვთ, ხოლო ექვსი მანქანა დაზიანდა.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად, Ford-ის სადილეროები სადენს შეცვლიან და დამცავ ხუფსაც დაუმატებენ. ამის სანაცვლოდ ავტომობილის მფლობელებს არაფრის გადახდა მოუწევთ.

2018 წლის შემდეგ ეს Ford-ის მეხუთე გაწვევაა. წინა გაწვევის მასშტაბები 1.4 მილიონ მანქანას მოიცავდა.

მოდელები, რომელსაც უახლესი გაწვევა ეხება საქართველოში დიდი პოპულარულობით არ სარგებლობს. ჩამოთვლილიდან ჩვენს ქვეყანაში, ყველაზე მეტად, Escape-ისა და Fusion-ისა და C-Max-ის მოდელების სიმრავლე შეინიშნება. ამ ავტომობილების მფლობელები კი ყურადღებით უნდა იყვნენ.

მსგავსი სიახლეები