Aa
Aa

როგორ ტესტავენ შეჯავშნულ Toyota Land Cruiser 300-ს

სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში შეჯავშნული ავტომობილების საჭიროება დიდია. კარგი ამბავი კი ისაა, რომ ამაზე კომპანიები მუშაობენ და მათი ნაწარმი საიმედოობისა და უსაფრთხოების გარანტია. დღეს ერთ-ერთ ასეთ მანქანაზე მოგიყვებით, რომელზეც INKAS-მა იმუშავა. ამ შეჯავშნულმა ავტომობილმა VPAM VR7-ის სერტიფიკატი დაიმსახურა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ამ SUV-ის გვერდით 15 კგ ასაფეთქებელს ააფეთქებთ, მასში მსხდომი მგზავრები უვნებლად გადარჩებიან.

VPAM ბალისტიკური ავტომობილის სტანდარტია, რომელიც გერმანიაში შეიქმნა. VR7 კი 7:62x51 და 5.56x35 ტყვიების მიმართ მედეგობას აღნიშნავს. ამ კონკრეტულ ავტომობილს კი მარტივი ბალისტიკური ტესტირება არ გაუვლია. ამ Land Cruiser-მა 780 რაუნდისგან შემდგარ გამოცდას გაუძლო, რომელიც სხვადასხვა კალიბრის იარაღს მოიცავდა.

დამატებით, INKAS-მა STANAG4569-ის მეორე დონის სერტიფიკატიც აიღო. ასეთი სერტიფიკატი NATO-ს ლოჯისტიკისთვის შექმნილ შეჯავშნულ მანქანებს აქვს. ეს ნიშნავს, რომ ავტომობილი სახურავზე 6 ხელყუმბარის, ხოლო ქვედა ნაწილი 4 ხელყუმბარისა და ორი ნაღმის ერთდროულად აფეთქებას უძლებს.

ტესტირების კადრები, რომელიც ზემოთაა მიბმული ნამდვილად შთამბეჭდავია. ვიდეოში ჩანს, თუ რამდენად იგრძნობა აფეთქება სალონში. შეიძლება ითქვას, რომ ინტერიერში სიმყუდროვე არ ირღვევა. ეს კი უდიდესი მიღწევაა. თუმცა, ამ ყველაფრის მოყოლას სჯობს ეს ყველაფერი თავად ნახოთ.

მსგავსი სიახლეები