Aa
Aa

დაბალ სიჩქარეზე მოძრავი Lexus-ი მანქანას დაეჯახა და ამოყირავდა

რამდენიმე თვის წინ IIHS-ის ვიდეო გავრცელდა, რომელშიც Jeep Wrangler-ის უსაფრთხოების ტესტი იყო აღბეჭდილი. ეს ავტომობილი ბარიერთან შეჯახების შემდეგ ამოტრიალდა. ეს კი “Crash Test-ში“ საკმაოდ ცუდ შედეგად ითვლება.

როგორც ჩანს, Wrangler-ი ერთადერთი SUV-ი არაა, რომელსაც წინიდან შეჯახების შემდეგ თავის მომკვდარუნება უყვარს. YouTube-ზე გამოქვეყნებულს ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ტრიალდება Lexus-ის მარკის მანქანა მას შემდეგ, რაც ბრუკლინის ქუჩაზე გაჩერებულ მანქანას უკნიდან ეჯახება.

Lexus-ი შუქნიშნის მწვანე სიგნალზე საკმაოდ დაბალ სიჩქარეზე გადაადგილდება. წინ გზა ცარიელია. როგორც ჩანს, მძღოლს ყურადღება რაღაცამ გაუფანტა. ეს შესაძლოა ტელეფონი, ან ნავიგაციის სისტემა ყოფილიყო. მძღოლი უკიდურეს მარჯვენა ზოლში გადმოდის და გაჩერებულ SUV-ის უკნიდან ეჯახება. 

საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი ავტომობილი შეჯახების თავიდან არიდებას ახერხებს. ვიდეოს ბოლოს კი ჩანს, რომ იმ ავტომობილის მძღოლი Lexus-ისკენ მორბის.

სამწუხაროდ, არ გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რა დაზიანება მიიღო მძღოლმა. თუ გავითვალისწინებთ ავტომობილის დაბალ სიჩქარეს და იმას, თუ როგორ გადაყირავდა SUV-ი, წესით მძღოლს მნიშვნელოვანი დაზიანებები არ უნდა ჰქონდეს.

როგორც მოგეხსენებათ, მაღალ ავტომობილებს სიმძიმის ცენტრი მაღლა აქვს. თანამედროვე SUV-ების კლირენსის გათვალისწინებით, მათ ერთმანეთზე ასვლა შეუძლიათ. სავარაუდოდ, მსგავსი შეჯახებისას უფრო მცირე ზომის დაბალი ავტომობილი არ გადაყირავდებოდა, მაგრამ შავ მანქანასთან შეჯახების ძალა მგზავრებს უფრო დიდ ზიანს მიაყენებდა.

მსგავსი სიახლეები