ახალ Ford Mustang Cobra Jet-ს 1400 ცხენის ძალა ექნება
Mustang Cobra Jet 1400 ახალი „დრაგსტერია“, რომელიც 402 მეტრს მხოლოდ 8 წამში ფარავს.
როგორც სახელშიცაა ნახსენები, ავტომობილს 1400 ცხენის ძალა აქვს და იმ ორიგინალი Mustan 428 Cobra Jet-ის კვალს მიყვება, რომელიც 1968 წელს გამოვიდა.2020 წლის Cobra Jet-ის აგრეგატზე ჯერ დეტალები ცნობილი არა არის, თუმცა, როგორც ამბობენ, მისი ელექტრო აგრეგატის შესაძლებლობები ახალ სტანდარტებს დაამკვიდრებს.
ახალი მანქანა ამერიკის შეერთებული შტატების საინჟინრო ფირმებთან თანამშრომლობითაა შექმნილი. ამ ფირმების სიაშია: MLe Racecars, Watson Engineering, AEM EV და Cascadia. ახალი მანქანა ტესტირებებს ამერიკაში გადის და წლის ბოლოს მისი დებიუტიც შედგება.Ford-ი მისი EV ტექნოლოგიების წარმოების შესაძლებლობას გვიჩვენებს. მათ Mustang Mach E ელექტრო სუვი უკვე გამოუშვეს.
დეივ პერიკაკის, Ford-ის ყველაზე წარმატებული დივიზიის დირექტორის განცხადებით, ელექტრო აგრეგატები მათ სრულიად ახალ შესაძლებლობებს აძლევს და ელექტრო Cobra Jet 1400 ახალი ტექნოლოგიის უმაღლესი დონის მაგალითია.
- „ძალიან გვიხარია, რომ ელექტრო Mustang Mach-E Mustang-ის ოჯახს შეუერთდა“. - ამბობს ის.Ford Performance Motorsports-ის გლობალური დირექტორის მარკ რაშბრუკის თქმით, 1400 პროექტია, რომელიც ელექტრო აგრეგატების სარბოლო მანქანებში გამოყენების განვითარებისთვის კარგი მაგალითია.
„ამ პროექტზე მუშაობა ფანტასტიკური იყო და, იმედი გვაქვს, ეს Ford Performance Motorsports-ის გუნდისთვის არც ბოლო იქნება“. - ამბობს ის.
2018 წლის SEMA-ს ავტოშოუზე Chevrolet-მა Mustang-ის კონკურენტი კამარო წარადგინა, რომელსაც 402 მეტრი 9 წამში ნაკლებ დროში უნდა დაეფარა.