Tesla, პიკაპი
Aa
Aa

პიკაპის მძღოლი Tesla-ს დამუხტვიდან აძრობს

ვანდალიზმის ახალი ფორმა.

ელექტრო ავტომობილების დაცინვა შიგაწვისძრავიანების მოყვარულების ახალი საყვარელი საქმიანობაა. Tesla-ს ვიდეოს ახალი რეჟიმი „ვანდალების“ გამოვლენაში კარგი დამხმარეა. ამ Tesla 3-ის კამერამ გადაიღო, როგორ ცდილობდა პიკაპის მძღოლი დამუხტვიდან ავტომობილის გამოერთებას, სანამ მძღოლს შიგნით ეძინა.

საწვავის ფასების ზრდის გამო, ალბათ პიკაპის მძღოლი გაბრაზებული იყო, რომ ელექტრო ავტომობილს დასამუხტად თანხა არ სჭირდება. სჭირდება მხოლოდ დრო. მაგალითად, Tesla Model 3-ის 82კვ/სთ-იანი ბატარეის 100%-მდე დასამუხტად, 7კვ/სთ-იანი სატენით დასატენად 10 საათია საჭირო.

ეს შემთხვევა კანადაში, ონტარიოში მოხდა. ეს Model 3 პარკინგზე ერთადერთი ელექტრო ავტომობილი იყო. ვიდეოში ჩანს, როგორ მოდის შავი GMC Sierra. პიკაპიდან მძღოლი გადმოდის და დამტენის გამოძრობას ცდილობს. Tesla-ს მფლობელის თქმით, პიკაპის მძღოლმა მცდელობა გააგრძელა იქამდე, სანამ უკანა სავარძელზე ის არ შენიშნა.

საბოლოოდ, მძღოლმა Tesla-ს დამუხტვიდან გამოერთება მაინც მოახერხა. თუმცა, ადაპტერი, რომელიც ამერიკულ შესაერთებელს Tesla-ს არგებს, ავტომობილში დარჩა. ამის გაკეთება ყოველთვის ცუდი საქციელია, მაგრამ, როცა მძღოლიც იქაა, ეს უკვე ორმაგი თავხედობაა.

მსგავსი სიახლეები