Ferrari, Testarossa
Aa
Aa

20 წლიანი პარკირების შემდეგ ეს 1989 წლის Testarossa გზებზე დააბრუნეს

მიუხედავად იმისა, რომ CrystalAuto-ს მკითხველებს ფარდულში ნაპოვნ საგანძურებზე ხშირად გიყვებით, მსოფლიოში საპარკინგე ფარეხში ნაპოვნი განძიც უხვად არსებობს. ეს 1989 წლის Ferrari Testarossa-ც სწორედ ასეთი ავტომობილია. ის საფრანგეთში, ერთ-ერთი შენობის პარკინგზე 20 წლის განმავლობაში იყო გაჩერებული.

თავის დროზე ის Ferrari-ის გაყიდვების აგენტისგან Mulhouse-ში შეიძინეს. ფაქტობრივად ამ ავტომობილს მხოლოდ ერთი მფლობელი ჰყავდა. სიტყვა „ფაქტობრივად“ იმიტომ, რომ 2012 წელს ამ ავტომობილის მეპატრონე გარდაიცვალა. შემდეგ, კი მისი მფლობელი ამ ადამიანის შვილი გახდა.


როგორ ჩანს, ახალგაზრდა ქალბატონი „ფერარისტა“ არ აღმოჩნდა, რადგან მან ეს მოდელი გასაყიდად გამოიტანა. ბოლოს, როდესაც ეს Testarossa მძღოლს ემსახურებოდა 2003 წელი იყო.

თუმცა, ეს ამ მანქანის უკანასკნელი გზა არ უნდა იყოს. ამ იტალიური ლამაზმანის ოდომეტრზე 22 433 კილომეტრია გამოსახული. ამდენი წლის განმავლობაში გაჩერებულ მანქანას ნაჭრის გადასაფარებელი ჰქონდა გადაფარებული. რისი შედეგიც ისაა, რომ მანქანა წუნდაუდებელ მდგომარეობაშია.



ბეჟი ფერის ინტერიერი ახალივითაა. სალონში შეხვდებით ორიგინალ ხალიჩებსაც, რომლის დასაცავადაც მანქანა სპეციალური საფენებით აღჭურვეს. იდეალურად გამოიყურება კოკპიტიც და ცენტრალური კონსოლიც.

მიუხედავად ყველაფრისა, ავტომობილს დრომ თავისი კვალი მაინც დაამჩნია. მანქანას ძირფესვიანი გასუფთავება და გამოცოცხლება სჭირდება. ძრავის განყოფილების სურათში ჩანს, რომ ხმის იზოლაცია თითქმის აღარ არსებობს. აგრეგატი ჩინებულად გამოიყურება. ამ Ferrari-ზე სამუშაო ცოტა არ არის, რაც იაფი ნამდვილად არ დაჯდება.

სავარაუდოდ, ეს ავტომობილი 70 000-110 000 ევროდ გაიყიდება. ასეთ ფასად კი სარესტავრაციო Testarossa-ს ხელში ჩაგდება საკმაოდ იშვიათი შესაძლებლობაა.

მსგავსი სიახლეები