Mercedes-Benz, მოდიფიცირება, E400
Aa
Aa

როგორ არ უნდა მოვექცეთ ავტომობილს: ნაწილი მესამე

წლების განმავლობაში იაფფასიანი დეტალებით მოდიფიცირებულ მანქანებს უფრო და უფრო მივეჩვიეთ. ეს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც გავრცელებული პრაქტიკაა. „ტაივანის“ არაქარხნული დეტალები დედამიწის ნებისმიერ წერტილშია ხელმისაწვდომი.

ხალხის ნაწილი არაორიგინალი კომპონენტებით ავტომობილის აწყობას ემხრობა, ზოგისთვის კი ეს ნამდვილი კოშმარია. ჩვენ, CrystalAuto-ს გუნდი, მეორე კატეგორიას მიეკუთვნებით. თუმცა, ის რასაც სურათებზე ნაჩვენები Mercedes-Benz E400-ია დამსგავსებული არ ვიცით, თუ როგორ შევაფასოთ.

აშშ-ში E400 4Matic Coupe-ს ფასი 62 000$-დან იწყება. ადამიანის მიმართ, რომელიც ავტომობილში ასეთ თანხას იხდის არსებობს მოლოდინი, რომ მათ გემოვნება აქვთ და სტილი გააჩნიათ. თუმცა, დღეს აშკარად გამონაკლის შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ეს E400 არამარტო სასაცილო დეტალებით არის აწყობილი, არამედ მისი ახალი ვიზუალი მის გაყიდვასაც გაართულებს.

ამ ავტომობილის სურათები Reddit-ის პლატფორმაზე გასაჯაროვდა. პირველი, რაც მისი დანახვისას თვალში გხვდებათ კუდია. საბარგულზე უზარმაზარი ფრთა არის დამონტაჟებული, რომელიც უამრავი აქსესუარით არის გაფორმებული. ეს „სპოილერი“ 2000-იანი წლების „გამარიაჟებულ“ Honda Civic-საც არ მოუხდებოდა. აქ კი სოლიდური ვიზუალის მოდელზე დგას. კუდზე ხაზები და მანქანის სილუეტი ქრომირებული და ფერადი აქცენტებით არის გამოკვეთილი. წარმოიდგინეთ, ამ ადამიანმა ამ საქმისთვის მხოლოდ ქრომი არ იკმარა. შეხედეთ მის ემბლემას!

გიჟური ფერების კომბინაცია დიფუზორზეც შეინიშნება. ბამპერზე დატანილია ყალბი სავენტილაციო არხებიც. ხოლო ბორბლის თაღები საერთოდ პირღებინებას იწვევს. მეტი სიმხეცისთვის ადგილზეა ცეცხლის ვინილებიც.

საბედნიეროდ, ამ ავტომობილის ცხვირის სურათი არ მოგვეპოვება. სავარაუდოა, რომ ის ისეთივე საშინელია, როგორც ავტომობილის გვერდი და უკანალი.

მსგავსი სიახლეები