წყალდიდობამ მაიამიში ეგზოტიკური მანქანების ფარეხი დატბორა
აშშ-ში შტორმი ხშირია. თვის დასაწყისში ფლორიდას ძლიერი სტიქია დაატყდა თავს. მაიამიში მოსახლეობა მნიშვნელოვნად დაზარალდა. ზემოთ მიბმული ვიდეო წყალდიდობის შედეგს აღწერს. კადრები ძვირადღირებული ავტომობილების საკოლექციო ფარეხშია გადაღებული.
Instagram-ის პლატფორმაზე, Florida_corvette_owner-ის გვერდზე ატვირთულ ვიდეოში წყლით დაზიანებული ეგზოტიკური ავტომობილებია ნაჩვენები. ფარეხში, საიდანაც წყალს კადრების გადაღების მომენტშიც ტუმბავდნენ რამდენიმე Rolls-Royce Culinan-ი, C7 Corvette-ი, Ferrari, Mercedes-AMG GT-ი და Plymouth Prowler-ი დგას.
ზარალის ოდენობა დაუდგენელია, თუმცა სიტუაცია საკმაოდ ცუდად გამოიყურება. ავტომობილზე არსებული ჭუჭყითა და ნადებით მარტივად შეიძლება იმის შემჩნევა, თუ სადამდე იდგა ფარეხში წყალი. აღსანიშნავია ისიც, რომ მანქანებს წყლის ნაკადის მოძრაობისას ადგილი შეეცვალა.
რამდენიმე დღის წინ C8 Covette-ზე მოგიყევით, რომელმაც უზარმაზარ ტბორში შეცურა. ის კადრებიც სწორედ მაიამიში გახლდათ გადაღებული. გამომდინარე იქიდან, რომ მანქანას ძრავა უკან მაქვს, მძღოლი ავტომობილის მძიმედ დაზიანებას გადაურჩა.
ასეთი ვიდეოების ნახვა სუსტი გულის მქონე ავტომოყვარულებისთვის რეკომენდებული არ არის. ეს მანქანები ხომ ყველა ჩვენგანის ოცნებაა. ეს შემთხვევა ყველა კოლექციონერისთვის გაკვეთილი უნდა იყოს. სტიქიის დროს ფარეხში უსაფრთხოების ნორმები აუცილებლად უნდა იყოს დაცული, რადგან მოვარდნილი წყალდიდობის დროს შესაძლოა იქ ადამიანებიც იყვნენ.