Mitsubishi-ს სიამაყე, რომელმაც ისტორია გადაწერა
Aa
Aa

Mitsubishi-ს სიამაყე, რომელმაც ისტორია გადაწერა

ისეთ ავტომწარმოებლებთან შედარებით, როგორებიც „ტოიოტა“ და „ჰონდაა“ Mitsubishi-ს ყოველთვის უჭირდა სათანადო კონკურენცია, თუმცა წარსულს თუ გავიხსენებთ, „მიცუბიშის“ ისტორიაში ისეთ ავტოსპორტის ლეგენდებს შევხდებით, რომლის მსგავსი არცერთ ზემოდხსნებელ კონკურენტებს არ შეუქმნიათ. Mitsubishi-ს სამოდელო სიაში ორი მოდელი არსებობს, ერთს გაცილებით დიდი აუდიტორია იცნობს და ეს Mitsubishi Lancer Evolution-ია, ლეგენდარული მოდელი, რომელიც თავისი არსებობის პერიოდში რალის სუპერვარსკვლავი იყო და სამწუხაროდ აღარ იწარმოება. მეორე მოდელს რაც შეეხება, ნაკლებად გვახსოვს, თუმცა ავტოპოსრტში დომინირება მასაც უმაღლეს დონეზე შეეძლო. მისი სახელი Mitsubishi Pajero Evolution-ია.

Mitsubishi Pajero Evolution: A Mitsubishi Rally SUV You Can Get Soon

ამ კომპანიის სამოდელო სიაში Pajero ერთერთი წარმატებული მოდელია. ყველა მისი თაობა უდიდესი პოპულარულობით და საიმედო რეპუტაციით სარგებლობდა. აღნიშნული მოდელი Paris-Dakar Rally-ში იმდენად წარმატებული იყო, რომ სპეციალური სამოქალაქო მოდელიც კი გამოუშვა კომპანიამ, რომელთა რაოდენობა შეზღუდული იყო და 2500 ერთეულს მოიცავდა. გამძლეობის რალიში არაერთგზის ჩემპიონობა კომპანიამ Pajero Evolution-ით აღნიშნა, საერთო ჯამში კი აღნიშნული რალი Mitsubishi-ს 12-ჯერ აქვს მოგებული.

Mitsubishi Pajero Evolution: A Mitsubishi Rally SUV You Can Get Soon

Pajero Evo სტანდარტული მოდელისგან ბევრად განსხვავებულ იყო. მისი ვიზუალიდან აშკარაა, რომ იგი ავტოსპორტში ყველაზე რთული დისციპლინიდან არის წარმოდგენილი. გაგანიერებული ფრთები, დამატებითი გაგრილების ღარები და სპოილერები მის უკომპრომისო ხასითზე მეტყველებს. ავტომობილი უფრო მაღლა დგას ვიდრე სტანდარტული „პაჯერო“, აგრეთვე მისი მთავარი აგრეგატი სრულიად განსხვავებულია. მისი ძრავა V6 ტიპის არის და მოცულობა 3.5 ლიტრს შეადგენს. აღნიშნულ ძრავას Mivec- ის სისტემა აქვს დამატებული, რომელიც გაცილებით მაღალ ბრუნვებს განაპირობებს. ძრავის მაქსიმალური ბრუნვათა რიცხვი 7000-ს აღწევს, ეს კი აღნიშნულ პერიოდში ბევრი „სპორტქარისთვისაც“ კი მიუწვდომელი იყო. ავტომობილს 280 ცხენისძალა და 340 ნიუტონი აქვს. მიუხედავად გაზრდილი წონისა 100-მდე 7 წამში ჩქარდება და მისი მაქსიმალური სიჩქარის ნიშნული 200 კმ/სთ-ს შეადგენს. 2500 ერთეულიდან მექანიკური გადაცემათა კოლოფებით ძალიან მცირე რაოდენობა გამოუშვეს, ძირითადად ავტომატური გადაცემათა კოლოფებით იწარმოებოდა. სხვა საკვანძო აგრეგატებს რაც შეეხება, მისი წინა და უკანა დიფერენციალი Torsen-ის ბლოკირებებით იყო აღჭურვილი და მაბრუნის მომენტის გადანაწილების საშუალებაც ხელმისაწვდომი იყო.

1997 Mitsubishi Pajero Evo Is A Reminder Of The Brand's Dakar-Dominating  Days | Carscoops

პირველი რაც ინტერიერში თვალში მოგვხდებათ Recaro-ს ანატომიური სავარძლებია, რომელიც მოსახვევში სხეულის მყარ ფიქსაციას განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ Evo ვერსიას ძარის ჩარჩო კიდევ უფრო მეტად გამყარებული ჰქონდა, რაც  წონაზეც აისახებოდა, თუმცა ეს ფაქტი ტექნიკურ მონაცემებზე ცუდად არ ასახულა.

The Mitsubishi Pajero Evolution doesn't get enough credit

Mitsubishi Pajero Evo კომპანიის ისტორიში Mitsubishi Lancer Evolution-თან ერთად ყველაზე საკულტო მოდელების სტატუს დღემდე ინარჩუნებს. ეს არის ავტომობილი, რომელსაც „ტოიოტას“ ცინიკური მზერით თამამად შეუძლია შეხედოს.

მსგავსი სიახლეები