საწვავის ფასის შეშლის გამო ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერი სამსახურიდან გაუშვეს
აშშ-ში საწვავის ფასი რეკორდებს ყოველდღიურად ხსნის. ამ ფაქტის გამო ყველა მძღოლი წუხს. თუმცა, კალიფორნიაში, რანჩო კორდოვაში, ადგილობრივები რამდენიმე დღის წინ ერთ გალონ ბენზინს (3.8 ლიტრს) 69 ცენტად ასხამდნენ. ამ ადამიანებს თავი სიზმარში ეგონათ. სამწუხაროდ, ხალხისთვის სასიამოვნო შეცდომას ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერის თანამდებობა შეეწირა.
ჯონ ჩესინა, რომელიც Shell-ის სადგურის მენეჯერი გახლდათ, საწვავზე შემთხვევით განსხვავებული თანხა მიუთითა. მან გალონ საწვავს, 6.99$-ის სანაცვლოდ 0.69$ დააწერა. „ყველა საწვავის ფასი სწორად დაჯდა, თუმცა, ბოლო შემეშალა,“ - თქვა ჩესინამ.
ეს შეცდომა კომპანიას 16 000$ დაუჯდა. ამ თანხის გადახდა ჯონს დაეკისრა. საბედნიეროდ, ამ ადამიანს კომპენსაციის გადახდაში GoFundMe-ს გვერდი დაეხმარა. მათ ჩესინასთვის 24 000$-ის მოგროვება შეძლეს. კომპანიამ მას დაკავებული თანამდებობა დაატოვებინა.
ახლა ჯონი ახალ სამსახურს ეძებს. სავარაუდოდ, ის ასეთ შეცდომას მომავალში აღარ დაუშვებს.