საწვავის ფასი, უნგრეთი
Aa
Aa

უნგრეთი ქვეყანაში შემოსულ უცხოელებს საწვავს 60%-ით უძვირებს

უნგრეთი, როგორც უამრავი სხვა ქვეყანა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენის შემცირებაზე მუშაობს. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საწვავის ფასის გაზრდაა.

ევროკავშირმა, რომლის წევრი უნგრეთიც გახლავთ, ამ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციული უწოდა. EU-მ ქვეყანას ამ გეგმის განხორციელებისგან თავის შეკავება მოსთხოვა. თუ ისინი ამაზე უარს იტყვიან, მაშინ ქვეყანაში შესულ ნებისმიერ მოქალაქეს, ისედაც გაძვირებული საწვავის შეძენა, დამატებით 60%-ით გაუძვირდება.

უნგრეთის პრემიერ მინისტრმა რამდენიმე დღის წინ ხალხს სხვა ეკონომიკური გეგმების შესახებაც აუწყა. სხვადასხვა ინდუსტრიისთვის, რომელიც ბანკებსა და ავიაკომპანიებსაც აერთიანებს, დამატებითი გადასახადი დაწესდა. ეს ამ სერვისებზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება, რაც პანდემიის შესუსტებით არის გამოწვეული.

მიუხედავად იმისა, რომ საქმე ტიპურ დისკრიმინაციასთან და EU წევრობის წესის დარღვევასთან გვაქვს, მედალს მეორე მხარეც აქვს.

მძღოლები, რომლებიც უნგრეთის საზღვარს კვეთენ საწვავის ფასით აღფრთოვანებულნი რჩებიან. აქ ერთი ლიტრი ბენზინის ფასი, საშუალოდ, 1.25$-ს შეადგენს. მაშინ, როდესაც მეზობელ ავსტრიასა და სლოვაკეთში ფასი 2 ევროს აჭარბებს.

ეს მდგომარეობა საბოლოოდ საწვავის ტურიზმში ითარგმნა. ხალხის ნაწილი, რომელიც უნგრეთის საზღვართან ახლოს ცხოვრობს, ავტომობილების ავზებს უნგრეთში ავსებენ. 60%-იანი ნამატის შემთხვევაში კი ფასი 2$-ს მიაღწევს. ასეთი პატარა განსხვავებისთვის კი საზღვარს არავინ გადაკვეთს.

მსგავსი სიახლეები