ყველაზე უკომპრომისო GT-R-ი Mazda-სგან
ავტოსპორტის მოყვარულებს უამრავი სპორტული მოდელი ეგულებათ, რომელთა არსებობაც მათ გულს უთბობს. ამ დამოკიდებულების პიკი ალბათ 80-იან და 90-იან წლებში იყო. Nissan-ს ლეგენდარული Skyline GTR-ი ჰყავდა, Mitsubishi-ს EVO ვერსია, Subaru-ს Impreza და სხვა მრავალი მოდელი არსებობდა, რომელიც დღემდე ლეგენდარული ავტომობილის სტატუს ატარებენ.
Mazda ყველაზე ნაკლებად არის ცნობილი, მას ერთი მოდელი ჰყავდა, რომელიც Skyline-ს და Supra-ს ღირსეულ კონკურენციას უწევდა, თუმცა რალისთვის განკუთვნილი მოდელი სხვა არ ჰყავდა, გარდა Mazda 323 GT-R-ისა, რომელსაც თამამად შეგვიძლია 90-იანების Toyota Yaris GR-ი ვუწოდოთ.
პატარა ბომბი, ჯიბის რაკეტა, რას აღარ უწოდებდნენ მას. რეალურად კი ის რალის მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპების მოსაგებად იყო შექმნილი. იმისათვის, რომ რომელიმე ავტომწარმოებელმა რალიში მონაწილეობის უფლება მოიპოვოს, ამისათვის მან სარბოლე ვერსიის სამოქალაქო მოდელის გარკვეული რაოდენობა უნდა შექმნას. ჩვენი დღევანდელი გმირიც ამ კანონის მიერ იშვა სამყაროში.
Mazda-მ გადაწყვიტა, რომ აქცენტი დაბალ წონაზე და ავტომობილის სისხარტეზე გაეკეთებინა, თუმცა არც სიმძლავრის ნაკლებობა ჰქონდა მას. 1.8 ლიტრიანი (1840cc) ტურბოდაბერვის მქონე 4 ცილინდრიანი ძრავა 210 ცხენიძალასა და 250 ნიუტონს გამოიმუშავებდა. 1200 კილოგრამიანი ავტომობილისთვის საკმარისი იყო იმისათვის, რომ აქსელერატორის საფეხურზე უეცარი შეხებისას კისრის ტკივი გეგრძნოთ. ავტომობილი 4x4-ზე იყო, მას ხიდთაშორისი LSD ბლოკირება ჰქონდა, რომელიც მაბრუნი მომენტს 47/53 პროპორციით ანაწილებდა. ავტომობილს შეუიარაღებელი თვალითაც შეატყობდით თავისივე დანიშნულებას. აგრესიული ბამპერები, სპოილერები და გაგრილებისთვის განკუთვნილი საჰაერო ღარები მის სარბოლე ხასიათზე მეტყველებდა.
GT-R-ის სახელწოდებიდან გამომდინარე ალბათ იფიქრებთ, რომ ის ყველაზე უკომპრომისო მოდელი იყო, სინამდვილეში კი მას კიდევ ჰყავდა ისეთი ვერსია, რომელიც კიდევ უფრი დახვეწილი იყო რბოლებისთვის და მას GT-ae ერქვა. აღნიშნულ მოდელს არ გააჩნდა ისეთი ელემენტარული ოპციები, როგორიც იყო კონდიციონერი, ელექტრო შუშები, ცენტრალური საკეტი და აუდიო სისტემა. ამ ყველაფრის გამოკლებით ჯამში 30 კილოგრამი დაიზოგა. GT-ae მოდელის კოლოფს გადაცემათა რიცხები კიდევ უფრო დამოკლებული ჰქონდა, რადგან მეტი აჩქარება შესძლებოდა, აგრეთვე მისი საჭის მექანიზმის ბრუნვებიც შემცირებული იყო.
Mazda-ამ GT-R მოდელი 2500 ერთეული გამოუშვა, აქედან GT-ae მხოლოდ 300 ერთეული იყო და თანამედროვე ცხოვრებაში მათი მოძიება ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს.