უგზოობის მტერი იაპონიიდან
სრულამძრავიანი ავტომობილების დანიშნულება უგზოობასთან გამკლავებაა, თუმცა აღნიშნული ავტომობილები დროთა განმავლობაში იმდენად მოთხოვნადი გახდნენ, რომ მათი კლასიფიკაცია რამოდენიმე ნიშნად დაიყო. უფრო კონკრეტულად კი SUV-ებში ისეთი მოდელებიც არსებობს, რომლებიც უგზოობაზე ნაკლებად არიან ორიენტირებულები, მაგრამ ძარის ამ ტიპის წარმომადგენლების საწყისი იდეა რთული უგზოობების გადალახვა იყო. იაპონური წარმოება ამ კლასის ერთერთი ლიდერია, კერძოდ კი Toyota მეტად გამოირჩევა, მაგრამ Nissan-ს ერთი მოდელი ჰყავს, რომელსაც ღირსეული კონკურენცია ნამდვილად შეუძლია. დღეს ჩვენ Nissan-ის ლეგენდარულ ყველგანმავალზე ვისაუბრებთ, რომელიც Off Road-ის მოყვარულებში დიდი რეპუტაციით სარგებლობს.
Nissan Patrol-ის წარმოება 6 თაობას ითვლის და ჩვენ მათში ერთერთ წარმატებულ მოდელს გავიხსენებთ. მე-5 თაობის Patrol-ი მძიმეწონიანია Off Roader-ისთვის საკმაოდ შესაფერისად გამოიყურება და ეს მხოლოდ ვიზუალური მხარეს არ წარმოადგენს. ამ მოდელში ყველაზე მძლავრი ძრავა მწკრიული განლაგების 6-ცილინდრიანი 4.8 ლიტრი მოცულობის ბეზნინზე მომუშავე აგრეგატი იყო, რომელსაც 251 ცხენისძალა და 420 ნიუტონი ჰქონდა. სიმძლავრის დიაპაზონი უგზოობაზე უფრო იყო მორგებული ვიდრე აჩქარებაზე, თუმცა არც ეს უკანასკნელი იყო შეუსაბამო, თითქმის 2.5-ტონიანი უზარმაზარი ავტომობილი 100-მდე 10 წამში ჩქარდებოდა.
ამ მოდელში სამი ტიპის გადაცემათა კოლოფი იყო ხელმისაწვდომი, ერთი მექანიკური და ორი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. აღსანიშნავია, რომ ორი ავტომატური კოლოფიდან 2-ვე 5-სიჩქარიანი იყო, თუმცა არსებობდა ისეთი ავტომატური გადაცემათა კოლოფიც, რომელზედაც სიჩქარეების შეცვლა სეკვენტალურად იყო შესაძლებელი. მე-5 თაობის Patrol-ი 1997 წლიდან იწარმოება და აღნიშნულ პერიოდში ამგვარი გადაცემათა კოლოფი ინოვაციური იყო და მას ანალოგი არ ჰყავდა.
წარმოებას რაც შეეხება გეტყვით, რომ მისი ხანგრძლივობა 1997-დან 2016 წლამდე გრძლდებოდა, თუმცა მოროკოში და სამხრეთ აფრიკაში ეს მოდელი დღესაც უცვლელად იწარმოება და ეს ფაქტი მის დიდ სანდოობაზე და დადებით რეპუტაციაზე აშკარად მეტყველებს.