მოტოციკლი, ნიუ იორკი
Aa
Aa

ნიუ იორკში არალეგალური მოტოციკლები და კვადროციკლები გაანადგურეს

ნიუ იორკ სითის ოფიციალურმა პირებმა 92 მოტოციკლი, კვადროციკლი და ე.წ. „დირთ მოტოები“ გაანადგურეს. ყველა მათგანი ჩამორთმეული გახლდათ.

სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნიუ იორკის მერი, ერიკ ადამსი, ბულდოზერის მიერ ტრანსპორტის სხვადასხვა საშუალებების განადგურებას უყურებს.

ასეთი გადაწყვეტილება უმიზეზოდ არ იქნა მიღებული. ქალაქში უამრავი არალეგალური მოტოციკლი და კვადროციკლია. მათი მფლობელები დღის განმავლობაში ქალაქის ქუჩებში სახიფათოდ გადაადგილდებოდნენ, აჭარბებდნენ სიჩქარის ზღვარსა და ხმაურის შეზღუდვას.

„დღეს, თავისუფლების ქანდაკების ჩრდილში ვდგავართ და ვთავისუფლდებით ამ ყველასთვის უსიამოვნო ტრანსპორტისგან, რომლითაც ჩვენს ქუჩებს ატერორებდნენ. ყველა მათგანი ისე განადგურდება, რომ ქუჩებში სიმშვიდის დარღვევა ვეღარასდროს შეძლონ,“ - განაცხადა ადამსმა პრესასთან. „ყველა მათგანი ჯართად იქცევა და შემდეგ გადამუშავდება.“ - დაამატა მან.

ადამსმა თქვა ისიც, რომ ქალაქი ჩამორთმეულ მოტოციკლებსა და კვადროციკლებს აუქციონებზე აღარ გაიტანს, არც გაასხვისებს. მომავალში ასეთი ბედი ეწევა ყველა ჩამორთმეულ ტრანსპორტს.

აშკარაა, რომ ნიუ იორკში ეს პრობლემა სერიოზულად აწუხებთ. მიუხედავად იმისა, რომ მოტოციკლების ძრავების ხმა ჩვენს ქალაქშიც შემაწუხებელია, ნიუ იორკში თავზეხელაღებული მძღოლები საზოგადოებრივ წესრიგს არღვევენ. მათი მოძრაობა სუბკულტურადაც იქცა.

როგორ ფიქრობ, სამართლიანია თუ არა მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები