Red Bull, ჰიპერქარი
Aa
Aa

Red Bull-ი £5-მილიონიან ჰიპერქარს გამოუშვებს, რომელზეც ედრიენ ნიუი იმუშავებს

Red Bull-მა 2025 წლისთვის £5-მილიონიანი ჰიპერქარის გამოშვება დააანონსა.

ამ ამბიციური პროექტის ავტორი, არც მეტი არც ნაკლები, Red Bull-ის ფორმულა 1-ის გუნდის ტექნიკური დირექტორი ედრიენ ნიუია.

2-ადგილიანი ჰიპერქარი, რომელიც სარბოლო ტრასაზე გამოყენებისთვის იქნება, მხოლოდ 50 ეგზემპლარად გამოვა და საუკეთესო ტექნიკური შესაძლებლობები ექნება.

ჰიპერქარს V8 ტურბო ჰიბრიდული აგრეგატი ექნება, რომელიც 1100 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებს. მისი შესაძლებლობები ფორმულა 1-ის ბოლიდის უნარებთან მაქსიმალურად ახლოს იქნება.

გარდა ავტომობილის ფლობისა, Red Bull-ს იღბლიან კლიენტებისთვის კომპანიის სიმულატორები, ავტომობილის განვითარების პროგრამა და ტრასაზე ვარჯიშიც ხელმისაწვდომი იქნება.

RB17 Red Bull Advanced Technologies-ის განვითარებაში ღირებული ნიშნული იქნება, რომელსაც ახლა სრულიად დამოუკიდებლად შეუძლია სერიული წარმოების ავტომობილის შექმნა.

ამასთან,  RB17 იქნება პირველი ავტომობილი, რომელიც Red Bull-ის იარლიყის ქვეშ აიწყობა და კოლექციონერებისთვის იქნება ხელმისაწვდომი“, - ამბობს Red Bull-ის ფორმულა 1-ის გუნდის ხელმძღვანელი კრისტიან ჰორნერი.

ნიუი ამატებს:

„RB17 გამოხატავს იმ ცოდნას რაც ფორმულა 1-ში ჩემპიონი ავტომობილის შექმნით დაგვიგროვდა. ამ ავტომობილის ჩვენი სიჩქარის სიყვარული მართავს და RB17-ის დიზაინი და ტექნიკური შესაძლებლობები ენთუზიასტებისა და კოლექციონერებისთვის ყოველგვარ ზღვარს გაცდება“.

მსგავსი სიახლეები