Rolls-Royce, Phantom
Aa
Aa

6-ბორბლიანი Rolls-Royce Phantom-ი Mad Max-ის მანქანას ჰგავს

ინტერნეტსივრცეში Rolls-Royce Phantom-ის უცნაური პროექტი გამოჩნდა. ეს ავტომობილი ჰოლანდიაში ჰყავთ. მისი სურათების გასაჯაროების შემდეგ ის უამრავი ადამიანის ყურადღების ცენტრში მოექცა.

ამ ავტომობილმა სიცოცხლე პირველი სერიის Phantom-ად დაიწყო. თუმცა, როგორც ხედავთ მას შემდეგ უცნაური მოდიფიკაციები ჩაუტარეს. ყველაზე დიდი ცვლილებები უკანა მხარეს შეინიშნება. როგორც ხედავთ, მას კიდევ ერთი ღერძი და ორი ბორბალი აქვს დამატებული.

გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე, ავტომობილს დაგრძელება მოუწია. საბარგული ახლა თითქმის ისეთივე ზომისაა, როგორც კაპოტი. ეს ყველაფერი კი მანქანას ძალზედ უცნაურ პროპორციებს აძლევს.


ამ Rolls-Royce-ზე მომუშავე მექანიკოსების გუნდი მანქანის დაგრძელებაზე და ორი ბორბლის დამატებაზე არ გაჩერებულა. მდიდრული კლასის სედანს დამატებით დაკუნთული თაღები გვაქვს. განსხვავებული დიზაინისაა შავი უზარმაზარი დისკებიც, რომელზეც, დაბალი პროფილის, უგზოობაში სასიარულო საბურავებია გადაკრული. სავარაუდოდ, შეცვლილია დაკიდების სისტემაც, თუმცა, ამ ავტომობილის უგზოობაში წარმოდგენა რთულია.

მანქანის ასეთი ხასიათისთვის კომპანიამ სხვა აქსესუარებიც დაამატა. მაგალითად, ცხვირთან, ბამპერის დამცავი გისოსია დამონტაჟებული. მაშუქები ყვითლად არის შეღებილი. სახურავზე კი ასევე ყვითელი ფერის ჰორიზონტალური LED-ი ნათება გვაქვს. მთლიანი მანქანა შავი ფერის მატშია შეღებილი და ლუქსემბურგის სანომრე ნიშანი აქვს.

სამწუხაროდ, უცნობია თუ ვინ შექმნა ეს უცნაური ავტომობილი. მიუხედავად ამისა, თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქმე ერთი გამოშვების პროექტთან გვაქვს. შესაძლოა მანქანა რომელიმე ფილმისთვის ან სატელევიზიო პროგრამისთვისაც არის შექმნილი.

მსგავსი სიახლეები