Aa Aa
30 ივნისი 2022  |  09:46

სრულად ამძრავი BMW M4 0-დან 100-მდე 2.8 წამში ჩქარდება

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ გერმანული ავტომწარმოებლები წარმადობის სტატისტიკას ოდნავ კონსერვატიულად გადმოსცემენ. ეს იმის მიზეზია, რომ მათ თავიანთი მომხმარებლების იმედის გაცრუება არ სურთ. Car and Driver-ი ავტომობილების შემოწმებით სახელგანთქმულია. მათ აღმოაჩინეს, რომ M4 Competition xDrive-ის მონაცემების შესახებ მწარმოებელი კიდევ უფრო კონსერვატიულია.

ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ სრულად ამძრავი კუპე 0-დან 100-მდე 2.8 წამში ჩქარდება. BMW-მ კი გვითხრა, რომ მოდელი 100კმ/სთ-ს 3.5 წამში განავითარებდა.

M4 Competition xDrive-ი გამომცდელ გუნდზე შთაბეჭდილების სხვა ტესტებშიც ახერხებს. ეს ავტომობილი 402 მეტრს ზუსტად 11 წამში ფარავს. ფინიშის ხაზს კი 201 კმ/სთ-ით კვეთს. ეს უკანა წამყვან M3 Competition-ზე 0.6 წამით სწრაფი დროა. M4-ს ასეთ უპირატესობას სტარტზე სრულად ამძრავი სისტემა ანიჭებს.


გეტყვით იმასაც, რომ სტანდარტული M4, უკანა წამყვანი კომპლექტაციით, 100 კმ/სთ-ს 3.8 წამში ავითარებს. 402 მეტრის დასაფარად კი 12.1 წამი სჭირდება.

M4 Competition-ის შეძენა მხოლოდ 8-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით არის შესაძლებელი. ის 3-ლიტრიან 6-ცილინდრიან ტურბინიან ძრავასთან არის დაკავშირებული, რომელიც 503 ცხენის ძალასა და 650 ნმ-ს გამოიმუშავებს. თუმცა, BMW-მ ეს მონაცემებიც არასწორად გადმოგვცა.

2021 წლის მარტში IND Distribution-მა სტანდარტული M4 დინამომეტრზე შეამოწმა. მანქანამ 547 ცხენის ძალა აჩვენა. ეს სტანდარტული კომპლექტაცის M3-ზე 74-ით, ხოლო Competition მოდელზე 44 ცხენის ძალით მეტი გახლავთ.

ასე რომ, თუ ვინმე M3-სა და M4-ის ცხენისძალებზე დაგიწყებთ საუბარს და გეტყვით, რომ მანქანას ქარხნულად უფრო მეტი სიმძლავრე აქვს, არ უნდა ჩათვალოთ რომ ეს მითი, ან ტყუილია.

გაზიარება: