Corvette, პოლიცია, Z06
Aa
Aa

ფლორიდას შერიფი ჩამორთმეული Corvette Z06-ით თავს იწონებს

Escambia County-ის შერიფის ოფისმა საზოგადოებას უახლესი ავტომობილი აჩვენა. სურათზე ნაჩვენები C7 Corvette Z07 ახლა პოლიციის სამსახურშია.

ეს მანქანა პოლიციამ ნარკომოვაჭრეს ჩამოართვა და ოფიცრებისთვის მიმზიდველად შეკაზმა. ავტომობილი დამატებით ლურჯი და წითელი მაშუქებითაც აღჭურვეს. მიუხედავად ამისა, ამ C7-ით პატრულირებას არავინ აპირებს. მანქანას საგამოფენო დანიშნულება აქვს.


ხალხის უმეტესობას შესაძლოა ეგონოს, რომ შერიფი ამ ავტომობილით ქუჩებში ივლის, თუმცა, ასე არ არის. მეტიც, Corvette-ის „გაპოლიციელებაში“ გადასახადების გადამხდელების არც ერთი დოლარი არ დახარჯულა. მისი გადაკეთება Escambia County Sheriff-ის ფონდმა დააფინანსა. ეს არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც პოლიციელებისა და სტრუქტურის მხარდასაჭერად არის შექმნილი. ფონდი საზოგადოებრივი წესრიგის ხელშეწყობასაც ითვალისწინებს.

North Escambia-ს ოფიციალური ვებ-გვერდიდან ვიგებთ, რომ 2016 წლის Corvette Z06 ადგილობრივ სარკომოვაჭრეებს ჩამოართვეს. გაფორმება კი ადგილობრივი საპოლიციო ავტომობილების ფერებში გადაწყვიტეს. შედეგი კი მართლაც შთამბეჭდავია.

უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, თუ ამ მოდელს დანიშნულებისამებრ გამოიყენებდნენ. Z06-ის 6.2-ლიტრიანი V8 ძრავა 650 ცხენის ძალასა და 880 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ეს კონკრეტული ავტომობილი 7-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფითაც არის აღჭურვილი. მანქანა 100კმ/სთ-ს 3.2 წამში ავითარებს.

წარმოიდგინეთ, აშშ-ში ავტომოყვარული Civic-ით თავს იწონებს, მაგნიტოფონი ხმამაღლა აქვს ჩართული და მონაკვეთებზე სიჩქარესაც აჭარბებს. უცებ კი მის სარკეში შერიფის ეს Corvette-ი ჩნდება. ალბათ, შერიფმა მას მანქანის გზის პირას გაჩერება რომ არ მოსთხოვოს, Civic-ის მძღოლი ამას მაინც გააკეთებს.