BMW, Twitter
Aa
Aa

BMW Twitter-ზე მძღოლებს ციმციმების გამოყენებისკენ მოუწოდებს

საავტომობილო სამყარო ძალზედ ფართო სფეროა, რომელიც ყველა სხვა საკითხთან ერთად უამრავ სტერეოტიპს აერთიანებს. BMW USA-მ ახლახან ერთ-ერთი ასეთი სტერეოტიპის შესახებ Twitter-ის პლატფორმაზე საინტერესო მოწოდება გამოქვეყნა, რაც მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი განცხადება გალხავთ.

მწარმოებელი, რომელიც თავის რეკლამებში იუმორს ხშირად აქსოვს, Twitter-ზე BMW-ს მარკის მძღოლებს ციმციმების გამოყენებისკენ მოუწოდებს. ამ „თვითს“ საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა - 13 700 მოწონება და 464 კომენტარი. ავტომოყვარულებმა ამ განცხადებით ძალზედ იხალისეს.

საინტერესო და სახალისო კომენტარების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება: „ჩვენ BMW-ს ვმართავთ, ციმციმები არ გვჭირდება“; „...არა - თქვა BMW-ს ყველა მძღოლმა“; „ვაუ, BMW-ს ციმციმები აქვს? ეს ქარხნული შეთავაზებაა?“.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც BMW სახალხოდ ხუმრობს. ბავარიელებისა Audi-ის მარკეტინგული ომი ალბათ ყველას გახსოვთ. რამდენიმე წლის წინ ამ ორ მწარმოებელს შორის ომი სოციალურ ქსელშიც და ბილბორდებზეც იყო გაჩაღებული.

კარგი იქნება, თუ BMW-ს ამ წამოწყებაში სხვა კომპანიებიც აჰყვება. იმედია Toyota „პრიუსის“ მძღოლებს ოდნავ სწრაფად მართვისკენ მოუწოდებს, ხოლო Tesla თავის მომხმარებელს ეტყვის, რომ ისინი სხვებზე მეტნი და განსაკუთრებულები არაფრით არიან. თქვენ რას დაამატებდით ამ ჩამონათვალს? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები