„ოფროუდის“ 15 წლის მოყვარული ამოყირავდა, გადარჩა და საოცარი რეაქცია ჰქონდა
გადაურჩე შემთხვევას ერთია, ხოლო გადარჩე და ამაზე ეპიკური რეაქცია ჰქონდეს - მეორე. ამ სიტუაციას ისე ზუსტად ვერაფერი აღწერს, როგორც ეს ვიდეო. ამ მამა-შვილის „ოფროუდ“ გუნდს Krazy K-ს სახელით იცნობენ.
ახლახან ინტერნეტსირვრცეში ქეთლინის ვიდეო გავრცელდა, რომელიც მოდიფიცირებული Jeep Cherokee XJ კლდიდან ვარდება. ცნობისთვის, ეს გოგო 15 წლისაა. შემთხვევა ჩოუქჩერის კანიონზე, ნიუ მექსიკოში მოხდა.
ქეთლინმა დაბრკოლების გადასალახად მანევრი შეასრულა, რამაც მოულოდნელი შედეგი გამოიწვია. ბარიერზე ასვლის შემდეგ მანქანა ნელ-ნელა გადაყირავდა, საბოლოოდ კი კლდიდან გადავარდა. ერთი სრული ამოტრიალების შემდეგ Jeep-ი გვერდზე დაეცა. რამდენიმე წამი კი ძალზედ მძიმე აღმოჩნდა. სალონიდან ქეითლინის ხმა არ ისმოდა.
კევინი, მისი მამა, მანქანისკენ გავარდა. როგორც ვიდეოში ისმის, მან ძალზედ ინერვიულა, სანამ მანქანიდან თავისი ქალიშვილის ხმა არ გაიგო. კევინმა მაშინ ამოისუნთქა, როდესაც ერთ-ერთმა დამკვირველემა თქვა, რომ გოგონა კარგად იყო. მალევე ქეთლინმა ამოიხედა. მისმა რეაქციამ კი იქ შეკრებილი ადამიანები გააოცა.
„იმედია ეს ყველაფერი კადრებზე აღბეჭდეთ“, - თქვა მან და SUV-დან ამოძვრა.
საბედნიეროდ, დამცავმა კარკასმა და ავტომობილის სიძლიერემ მძღოლი დაიცვა. მთავარი სწორედ ესაა. მანქანა „გაატოტალეს“, რაზეც გოგონას გული დაწყდა.
ამ შემთხვევის შემდეგ ქეთლინს სიმამაცე არ დაუკარგავს. ის შეჯიბრებებზე კიდევ გამოდიოდა. მეტიც, მსგავსი რამ კიდევ შეემთხვა, თუმცა, საბედნიეროდ, ბევრად მსუბუქი ავარია გახლდათ.