Aa
Aa

Ferrari Monza SP-ის მოდელები წვიმაში დასველდა

Ferrari Monza SP1 და SP2, შეზღუდული წარმოების მოდელებში, ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ავტომობილებია. თუმცა, ამ ეგზოტიკურ მანქანებს ერთი მინუსი აქვს: უსახურავოა. ახლახან ეს მოდელები მფლობელებმა Ferrari Fiorano-ს ტრეკზე შეკრიბეს. უცებ კი წვიმა წამოვიდა.

ეს საინტერესო ისტორია ცნობილმა იუთუბერმა, Varryx-მა გაგვიზიარა. არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ ატარებს ღონისძიებას - გაუთვალისწინებელი პრობლემები მაინც იჩენს თავს. Monza-ს მფლობელების შეხვედრა იტალიაში მოეწყო, სადაც მონაწილეობას 80-მდე მანქანა იღებდა. უამრავი SP1-სა და SP2-ის გზებზე გადაადგილება საკმაოდ იშვიათი სანახაობა გახლავთ.

ულამაზესი იტალიური გზებისა, ხმელთაშუა ზღვისა და ნათელი მზის შემდეგ ეს იღბლიანი ადამიანები 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს რესტორანში გაჩერდნენ. შემდეგ კი Fiorano-ში გადაინაცვლეს. მფლობელებმა თავიანთი ავტომობილები ჯგუფური სურათისთვის ერთად დააპარკინგეს. თუმცა, მალე ყველაფერი შეიცვალა.



უცებ ძლიერი ქარი ამოვარდა, ხოლო რაც ყველაზე ცუდია - ძლიერი წვიმა დაიწყო. Monza SP-ების ღია სალონს არაფერი ფარავდა. ღონისძიების ორგანიზატორები გახელებული დარბოდნენ, რათა რაიმე გამოსავალი ეპოვათ. სამწუხაროდ, არ ვიცით დაზიანდა თუ არა მანქანებმა წვიმისგან, თუმცა, ერთი რამ ფაქტია - ეს მოდელები გარეთ დასაპარკინგებლად შექმნილი არაა. ორგანიზატორებმა კი ეს არ გაითვალისწინეს. კარგი იქნებოდა, თუ ისინი გასაშლელი სახურავის აგებაზე იზრუნებდნენ.

საინტერესო ისაა, რომ ეს SP მოდელის გალუმპვის პირველი ფაქტი არ არის. 2019 წელს კუვეიტში SP1 ძლიერ წვიმაში მოჰყვა, რის შედეგადაც სალონი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამ სუპერქარის უმეტესი ეგზემპლარი ფარეხის დედოფალია. ეს მათი ექსკლუზიურობით, ღირებულებითა და ამინდმგრძნობიარე დიზაინითაა გამოწვეული.




ვინც არ იცით გეტვით, რომ Ferrari-მ Monza SP1 და SP2 2018 წელს შექმნა და Icona-ს შეზღუდული წარმოების მოდელებში შეიყვანა. დიზაინი 50-იანი წლების სარბოლო მანქანებით იყო შთაგონებული. მათი კორპუსი V12 ძრავას მალავს, რომელიც 799 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ჯამში სულ 499 ეგზემპლარია შექმნილი. ღირებულება კი 2 მილიონ დოლარს აჭარბებს.

მსგავსი სიახლეები