Aa Aa
8 ივლისი 2022  |  09:46

ამ გიჟურ წინაწამყვან Honda Civic-ს 1300 ცხენის ძალა აქვს

მეოთხედ მილზე მსოფლიოში ყველაზე სწრაფი Civic-ი.

თუ მეოთხედი მილის საშიშ სიჩქარეზე დაფარვას გადაწყვეტთ, ალბათ ამისთვის უკანა ან ოთხივეწამყვან ავტომობილს აირჩევთ. თუმცა, რამდენიმე გიჟური წინაწამყვანი ავტომობილიც გამოდგება. მათ შორისაა, ეს 1992 წლის Honda Civic-ი.

ერთ დროს ეს ავტომობილი ყოველდღიური გადაადგილებისთვის გამოიყენებოდა. მფლობელმა მას მოდიფიკაცია გაუკეთა. ქუჩის რბოლებში მონაწილეობის გამო ავტომობილი ჩამოართვეს. შემდეგ კი გადაწყვიტა რომ „დრაგს“ უფრო სერიოზულად მიდგომოდა. ამჟამად ის დახურულ ღონისძიებებში მონაწილეობს.

წლების განმავლობაში ავტომობილს მოდიფიკაცია არაერთხელ გაუკეთეს. Civic-ს Honda-ს K-სერიის 2.2-ლიტრიანი ძრავა აქვს. წინა ნაწილში დიდი ზომის შუალედური გამაგრილებელია მოთავსებული. ამ ძრავასთან „დოგ-ბოქს“ ტრანსმისია თანამშრომლობს.

ამ ავტომობილის მფლობელი ბრედლი დილონია. მისი თქმით, ავტომობილი 1100 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. წინ მასიური საბურავებია. მეოთხედ მილს 298კმ/სთ-ზე 7.94 წამში ფარავს, რაც მსოფლიოში ყველაზე სწრაფ K-სერიის ძრავიან ავტომობილად აქცევს.

გაზიარება: