Aa Aa
8 ივლისი 2022  |  09:54

Chrystler 300 Ute ფანტასტიკურად გამოიყურება და 425 ცხენის ძალა აქვს

მსურველებისთვის ამ მანქანის შეძენაც არის შესაძლებელი.

შესაძლოა არ დაიჯეროთ, მაგრამ ახალთახალი Chrysler 300-ის შეკვეთა 2022 წელსაც შესაძლებელია. ხანში შესული სედანის ფასი 33 000$-დან იწყება. სავარაუდოდ, ეს ამ საწარმოო მოდელის საბოლოო წელია. თუ 33 000$-ის გადახდა წინა ათწლეულში შექმნილი ტექნოლოგიებით დაკომპლექტებულ ავტომობილში არ გსურთ, მაშინ ერთ საინტერესო ალტერნატივაზე მოგიყვებით. რატომ არ შეიძლება ამ თანხის ნახევრის დახარჯვა Chrysler 300 Ute-ზე?

Ute-ს ავტომობილის ისეთ ტიპს უწოდებენ, როგორიც სურათზეა გამოსახული. ასეთი მოდელები ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და აშშ-ში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს ორკარიანი პიკაპი 2006 წლის Chrysler 300-ზეა დაფუძნებული. მიუხედავად იმისა, რომ მის ოდომოტრზე 125 000 მილია (კილომეტრებში კიდევ უფრო მეტი) გამოსახული, მანქანა ძალზედ კარგ მდგომარეობაშია და ჩვენს ყურადღებასაც იმსახურებს.





ამ პროექტზე მუშაობა წლების წინ დასრულდა და მას შემდეგ ავტომობილს აქტიურად იყენებდნენ. სამუშაო იმდენად სუფთად არის შესრულებული, რომ მოდელი ქარხნული გეგონებათ. მანქანა სრულად ფუნქციურია და ასეთი ავტომობილის საჭიროების მქონე ადამიანს სრულად დააკმაყოფილებს.

თუმცა, საუკეთესო ნაწილი ჯერ კიდევ წინაა. კაპოტის ქვეშ 6.1-ლიტრიანი Hemi V8 იმალება, რომელიც 425 ცხენის ძალასა და 560 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. 5-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფი სიმძლავრეს უკანა ღერძზე ანაწილებს. ამ პატარა სატვირთოს 0-დან 100-მდე აჩქარება 4.9 წამში შეუძლია.





გასაყიდ განცხადებაში მფლობელი აღნიშნავს, რომ მანქანა ყოველმხრივ იდეალურია. არაქახნული ავტომობილის ფონზე კი მეპატრონეს უპრობლემოდ მოემსახურა. ამ 300 Utes-სა და შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ 18 000$-ს ითხოვენ.

ასეა მეგობრებო, როდესაც მანქანას უვლით, საპროექტი მოდელებიც საიმედოა.

გაზიარება: