Aa Aa
8 ივლისი 2022  |  10:10

ჰარი ტრუმენის 1955 წლის Chrysler New Yorker-ი გასაყიდადაა გამოტანილი

მეორეული ავტომობილების ბაზარზე უამრავ საინტერესო ავტომობილს წააწყდებით. ახლახან გასაყიდად 1955 წელს გამოშვებული Chrysler New Yorker-ი გამოჩნდა, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტთან დაკავშირებული ისტორია აქვს. ეს შავი სედანი არც მეტი, არც ნაკლები ჰარი ტრუმენის ყოველდღიურად გადასასდგილებელი ავტომობილი იყო. აშშ-ს პრეზიდენტი ამ ავტომობილს ვადის ამოწურვის შემდეგ მართავდა.

ეს New Yorker-ი მაშინ გამოვიდა, როდესად Chrysler-ი დიზაინის ახალ ენას ქმნიდა. მაშინ ე.წ. „Forward Look” სტილმა ინდუსტრიაზე საკმაოდ დიდი გავლენა იქონია. გასაყიდ განცხადებაში წერია, რომ მანქანას სრული რესტავრაცია აქვს ჩატარებული. ალბათ, სურათებიდანაც შეატყობთ, რომ მოდელის ინტერიერიც და ექსტერიერიც წუნდაუდებელ მდგომარეობაშია.


თუმცა, გამყიდველი წერს იმასაც, რომ მანქანს გადაადგილება არ შეუძლია. მიუხედავად „სრულად რესტავრირებულის“ სტატუსისა ორიგინალი V8 მუშა მდგომარეობაშია, მაგრამ არ იქოქება. პრობლემის გამოსწორების შემდეგ მანქანა უკანა ბორბლებს 2-სიჩქარიანი Powerflite ავტომატური კოლოფით გაანაწილებს.

ტრუმენი Chrysler-ის ერთგული მომხმარებელი იყო. როგორც Car and Driver-ის გვედზე ვკითხულობთ, ყოფილი პრეზიდენტი და მისი მეუღლე, ბესსი 19 დღიანი საგზაო მოგზაურობისთვის Chrysler New Yorker-ის მოდელებს იყენებდნენ. ტრუმენის ბოლო ავტომობილიც Chrysler-ი იყო. 1972 წლის Newport-ი მან გარდაცვალებამდე 6 თვით ადრე შეიძინა. ახლა ეს ავტომობილი ტრუმენის მისურის სახლში ინახება, რომელიც ახლა მუზეუმის სტატუსით ფუნქციონირებს.



შეგახსენებთ, რომ ჰარი ტრუმენი სწორედ ის პრეზიდენტია, რომელმაც ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომურ დაბომბვაზე გასცა ბრძანება. ასევე, ტრუმენი იყო NATO-ს შექმნის ერთ-ერთი ინიციატორიც. მისი პრეზიდენტობის დროს შეიქმნა თავდაცვის დეპარტამენტი და კანონი ნაციონალური უსაფრთხოების შესახებ.

დღეს კი ისტორიაში ასეთი გამორჩეული ადამიანის პირადი ავტომობილის შეძენაა შესაძლებელი. მსურველებს მოდელის სანაცვლოდ 83 500$-ის გადახდა მოუწევთ.

გაზიარება: