Aa
Aa

თვითმფრინავის პილოტმა ავარიული დაშვება მაგისტრალზე განახორციელა

პილოტი საზღვაო ვეტერანი გახლდათ, რომელსაც ფრენის 100-საათიანი გამოცდილებაც არ ჰქონია.

ვინ იფიქრებდა, რომ მამის საერთაშორისო დღისთვის მიძღვნილი საჩუქარი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი გახდებოდა? ასეთი რამ ვინსენტ ფრეიზერს შეემთხვა. ის ვეტერანი საზღვაო ქვეითი გახლავთ, რომელმაც სიმამრი ახლად შეძენილი თვითმფრინავით საფრენად წაიყვანა.

ფრეიზერი და მისი ოჯახის წევრი უკვე უკან ბრუნდებოდნენ, როდესაც მოვლენები საბედისწეროდ წარიმართა. 1967 წლის Aero Commander 100-ის ძრავა ჰაერში მწყობრიდან გამოვიდა. საფრენი აპარატი 1 000 მეტრიდან უცებ 300 მეტრზე დაეშვა. ამ ყველაფერმა ფრეიზერი აიძულა ისეთი მანევრი შეესრულებინა, რაც იქამდე არასდროს ჰქონდა შესრულებული - საავარიო დაშვება მაგისტრალზე.

ინციდენტისას პილოტს საფრენი ლიცენზია ახალი აღებული ჰქონდა. მას თვითმფრინავის კოკპიტთან 100 საათიც არ ჰქონია გატარებული. მისი მტკიცე ხასიათის წყალობით, ფრეიზერი ავტობანზე ავარიულ დაშვებას არ შეუშინდა. შეუპოვრობამ და სიმამაცემ კი შედეგი გამოიღო. მან საკუთარი თავიც და სიმამრიც გადაარჩინა.

ინციდენტი ჩრდილოეთ კაროლინაში მოხდა. როგორც NBC News-დან ვიგებთ, ფრეიზერი საავარიო დაშვებისთვის ხიდსაც განიხილავდა. თუმცა, სივიწროვის გამო გადაიფიქრა. გარდა ამისა, იმ მომენტში მოძრაობა საკმაოდ გადატვირთული იყო. ამის გამო მან მდინარისკენ აიღო გეზი. შემდეგ კი მეცხრამეტე გზატკეცილი შეამჩნია.

საბედნიეროდ, ავტობანის ეს მონაკვეთი გადატვირთული არ ყოფილა. ფრეიზერმა საავარიო დაშვება ისე შეასრულა, რომ არავინ დაშავებულა და არაფერი დაზიანებულა. თავისუფლად შეიძლებოდა, რომ გზატკეცილზე მიმავალი მძღოლები დაბნეულიყვნენ და უბედური შემთხვევა მომხდარიყო. თუმცა, ყველაფერს ბედნიერი დასასრული ჰქონდა.

მოგვიანებით, დაზიანებული თვითმფრინავი შესაკეთებლად ბუქსირით გადაიტანეს. სამი დღის შემდეგ კი საფრენი აპარატი 28-ე გზატკეცილიდან ააფრინეს, რათა აეროპორტში დაფრენილიყო.

ფრეიზერი და მისი სიმამრი სახლში კომერციული თვითმფრინავით დაბრუდნენ. ის ამბობს, რომ ფრენას აუცილებლად გააგრძელებს, თუმცა, ამ ყველაფრისთვის ჯერ დრო სჭირდება.

მსგავსი სიახლეები