წარმოუდგენელი Golf 1 სახელად „სუპერ ბაჭია“
Aa
Aa

წარმოუდგენელი Golf 1 სახელად „სუპერ ბაჭია“

1970-1980 წლებში გერმანულ ავტოსამყაროს ძალიან კრეატიული ავტო დილერი ჰყავდა, რომელსაც Gunter Artz ერქვა და ის თავისი საქმის პროფესიონალი იყო. ეს პიროვნება დიდი ავტოენთუზიასტი იყო. იმ წლებში მან წარმოუდგენელი პროექტი დაიწყო, რომლისაც არავის სჯეროდა, თუმცა, მისმა პრინციპულმა ხასიათმა და საქმის მიმართ დიდმა სიყვარულმა მაინც გაიმარჯვა. ამ ყველაფრის შედეგი კი VW Golf MK1 იყო, რომელსაც Porsche-ს V8 ძრავა ჰქონდა. Artz-მა სწორედ ამ მოდელით დაიწყო ტიუნინგ სამყაროში არსებობა და მის სახელზე არა ერთი გიჟური პროექტია.

VW Artz-Golf: Classic Cars | autozeitung.de

აღნიშნული ავტომობილი ამ კომპანიის პირველი შედევრია, ამიტომ ინჟინრები მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ იგი ეფექტური გამოსულიყო. ჩვენს გმირს მეტსახელიც ჰქონდა. მას „სუპერ ბაჭიას“ ეძახდნენ. ერთი შეხედვით უმწეო Golf 1 სიგანეში 30 სმ-ით განიერი იყო, ხოლო სახურავი კი 10 სმ-ით დაადაბლეს. ავტომობილს მხოლოდ გვერდითა პანელები ჰქონდა სტანდარტული, დანარჩენი ყველაფერი შესაბამისი ჰქონდა.

Golf 928 – www.vwgolf.pl – portal miłośników aut grupy vag

მის ინტერიერში უამრავ ოფციას შევხვდებოდით, რომელიც მფლობელის კომფორტზე ზრუნავდა. მასში ტყავის სავარძლები, ელექტრო შუშები, კარგი სტერეო სისტემა და კონდიციონერიც კი იყო გათვალისწინებული, ეს ყველაფერი კი 1978 წელს ფუფუნება იყო, მით უმეტეს Golf 1-ში.

Il y a 40 ans, Gunther Artz mettait un V8 dans une Golf - PDLV

„სუპერ ბაჭია“ Porsche 928-ის აგრეგატებს იყენებდა. მასში 8-ცილინდრიანი 4.5 ლიტრი მოცულობის მქონე ძრავა იყო მოთავსებული, რომელიც 240 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მომდევნო წლებში იგი 4.7 ლიტრიანი განახლებული ძრავით აღჭურვეს და მას უკვე 300 ცხენის ძალა გააჩნდა. წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი 950-კილოგრამიან ავტომობილში იყო თავმოყრილი და ის უკანაწამყვანი იყო. 100-მდე 6.9 წამში ჩქარდებოდა და მისი მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ს აღწევდა.

Porsche Connect with Porsche - Social Networks - Porsche Middle East

აღნიშნული ავტომობილი ნამდვილი Sleeper-ი იყო. მის შეუზღუდავ უნარებს არაკომპეტენტური თვალით ვერ შეამჩნევდით. ამ ავტომობილის იდეაც ზუსტად ეს იყო. კომპანიის წარმომადგენლები მასზე ხუმრობდნენ კიდეც: „როცა ის დგას მას არ ძინავს, იგი უბრალოდ ისვენებს“. Golf 1 Artz-ი კომპანიის პირველი და გაბედული ნაბიჯი იყო, რამაც დასაბამი სხვა კიდევ უფრო თავზეხელაღებულ მოდელებსაც მისცა.

მსგავსი სიახლეები