ფორმულა 1, შუმახერი
Aa
Aa

შუმახერის ყოფილი მენეჯერი: „ვეტყოდი, რომ ძალიან მენატრება"

შუმახერის უბედური შემთხვევიდან თითქმის 9 წელია გასული.

7-გზის მსოფლიო ჩემპიონის ყოფილმა მენეჯერმა ვილი ვებერმა ისაუბრა იმაზე, თუ რას ეტყოდა ლეგენდარულ პილოტ მიხაელ შუმახერს.

„მიხაელის ერთი სიტყვით აღწერა შეუძლებელია. მე მას გენიალურ ადამიანს ვუწოდებდი. ის პირდაპირი და ჯიუტი ბიჭია. ფანტასტიკური მძღოლი, პილოტი სხვა პლანეტიდან. რას ვეტყოდი? ყველაფრის გამოსასწორებლად სულ მის გვერდით ვიქნები. ვეტყოდი, რომ ძალიან მენატრება. ჩემთვის შვილივითაა. ამაზე საუბარი ჯერ კიდევ მიჭირს“, - ამბობს ვებერი. 

2013 წლის დეკემბერში მიხაელ შუმახერმა ალპებში თხილამურებით სრიალის დროს თავის მძიმე ტრავმა მიიღო. მას შემდეგ, შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მასმედიაში ძალიან მცირე ინფორმაცია ვრცელდება. ვებერის თქმით, მან შუმახერის მეუღლესთან დაკავშირება არაერთხელ სცადა, მაგრამ კორინა შუმახერი მას არ პასუხობს.    

მსგავსი სიახლეები