BMW, Lexus, LS, 735i, გამძლეობის ტესტი
Aa
Aa

BMW 7-Series Vs. Lexus LS - რომელი გაძლებს ზეთის გარეშე უფრო დიდხანს?

ამბობენ, რომ მდიდრული კლასის იაფიანი ავტომობილი არ არსებობს. ამის მიზეზი ან ავტომობილის მაღალი ფასი ან იაფად შეძენილი მოდელის მოვლის მაღალი ხარჯებია. ამ სტატიით კი უცნაურ ექსპერიმენტზე მოგიყვებით. რამდენად გამძლე შეიძლება იყოს იაფიანი მდიდრული სედანები? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად V8 ძრავებით აღჭურვილი BMW 735i და Lexus LS430 ერთმანეთს შეაჯიბრეს.

ორივე ავტომობილი გადასაადგილებლად გამოუსადეგარია, მაგრამ მათი ძრავები მაინც მუშაობს. გამომცდელები კი დაინტერესდნენ, თუ რომელი მათგანი იმუშავებდა უფრო მეტს ზეთის გარეშე.

საპოხი საშუალებისგან დაცლის შემდეგ ავტომობილები დაქოქეს. ის, რომ აგრეგატები მწყობრიდან გამოდიოდა ამის ვარაუდი შეცვლილი ხმიდანაც შეიძლებოდა. სტანდარტულ ბრუნებზე ორივე მანქანამ 30 წამი უპრობლემოდ გაძლო. ამის შემდეგ ბრუნები წუთში 3 000-მდე 30 წამის განმავლობაში შეინარჩუნეს. აგრეგატებმა ამ გამოწვევასაც უპასუხეს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ძრავები მაქსიმალურ დატვირთვაზე აამუშავეს Lexus-ის V8 10 წამში მოკვდა. ამ მოდელის ძალოვანმა აგრეგატმა ჯამში უზეთოდ 1 წუთი და 20 წამი გაძლო.

სამივე რაუნდში გამარჯვების შემდეგ მეტ ვოთსონმა მანქანა „ოფროუდზე“, საკმაოდ აგრესიულად მართა. მეტი დამაჯერებლობისთვის 735i-ით LS-ის გარეშემო დონატები შეასრულეს. ამ სანახაობით კი ყველა გაკვირვებული დარჩა. საბოლოოდ კი 7:34 წამზე BMW-ს აგრეგატმა სიცოცხლე გმირულად დაასრულა. დრამატულობისთვის საბოლოო ამოსუნთქვა შემშვებ სისტემაზე დაფიქსირდა.

არღვევს თუ არა ტესტირების ეს შედეგი სტერეოტიპებს? იყო თუ არა მოულოდნელი ამგვარი შედეგი თქვენთვის? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები