Mercedes-ის გზა მომავლისკენ
Aa
Aa

Mercedes-ის გზა მომავლისკენ

Mercedes-ის ინოვაციური ტექნოლოგიები ყველასთვის კარგად ცნობილია. ამ კომპანიის სახელზე უამრავი გამოგონებაა, რომელებიც თანამედროვე ავტოწარმოებაში აპრობილებულად ითვლება. ამ ყველაფრის საფუძველი კი საკმაოდ დიდი ხნის წინ არსებობდა. დღევანდელი კონცეპტი 40 წელზე მეტს ითვლის, თუმცა მისი იდეები თანამედროვე ავტოინდუსტრიისთვის გაკვეთილი აღმოჩნდა.

1981 Mercedes Auto 2000: Concept We Forgot

1981 წელს „მერსედესმა“ უჩვეულო პროტოტიპი წარადგინა, რომლის ძირითადი მისია კომფორტული ავტომობილისთვის საწვავის ნაკლები მოხმარება იყო. კონცეპტს Mercedes Auto 2000 უწოდეს. ავტომობილი ამ კომპანიისთვის უჩვეულო ფორმებით გამოირჩეოდა, თუმცა ამ ყველაფრის უკან ბევრი საინტერესო გათვლა იმალებოდა. Auto 2000-ს შუშის საწმენდები ერთი შეხედვით საერთოდ არ ჰქონდა, თუმცა თუ კარგად დააკვირდებოდით, ისინი წინა საქარე შუშის და კაპოტის შუაში იყო მოქცეული, რადგან ჰაერის ნაკადისთვის წინააღმდეგობა არ გაეწია. ავტომობილის უკანა ნაწილის ფორმაც იგივეს ემსახურებოდა. თუ დააკვირდებით თანამედროვე Hybrid-ების უმეტესობა მსგავსი უკანა ნაწილი აქვთ, Mercedes-ს კი ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ ჰქონდა ნაფიქრი.

Mercedes-Benz Auto 2000 Concept (1981) Adelantado a su tiempo. -

ავტომობილი სამი ვერსიით იყო წარდგენილი: 8-ცილინდრიანი 3.8 ლიტრიანი ბენზინის ძრავით, 3.3 ლიტრიანი დიზელის biturbo ძრავითა და ბუნებრივ აირზე მომუშავე აგრეგატით, რომელსაც ტურბოდაბერვის ფუნქციაც ჰქონდა. სამივე მოდელი ეკონომიურობით გამოირჩეოდა. ბენზინის აგრეგატს ცილინდრების გათიშვის ფუნქცია გააჩნდა, რომელიც სერიულ წარმოებაში საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ შემოიღეს. ნაკლები დატვირთვის დროს ავტომობილის ძრავის ცილინდრებს საწვავის მიწოდება უწყდებოდა. დიზელის ძრავას რაც შეეხება, მისმა წვის საშუალო მაჩვენებელმა 100 კმ-ის მანძილზე 7.5 ლიტრს შეადგენდა, რაც 2-ტონიანი ავტომობილისთვის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი იყო. ბუნებრივ აირზე  მომუშავე ვერსია არა მხოლოდ საწვავის ნაკლებ მოხმარებას ემსახურებოდა, არამედ ის ბუნებისთვის ნაკლებად დამაზიანებელიც იყო, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ავტწარმოებაში ამ საწვავის ტიპზე მომუშავე ავტომობილები მასიურად არ არსებობს, მომავალში მათი რაოდენობის ზრდა მაინც განიხილება.

Auto 2000 Clearance, 51% OFF | www.thecookinggirls.com

Mercedes Auto 2000 მომავლის ხედვა და ექსპერიმენტი იყო, რომელშიც ისეთი ინოვაციური ელემენტები არსებობდა, რომლებმაც მომდევნო წლებში ფრთები შეისხა. ამ ავტომობილმა Mercedes-ის ლეგენდარულ მოდელს, W140-ის პროექტის დაწყებასაც დიდი საფუძველი ჩაუყარა.

მსგავსი სიახლეები