Aa Aa
25 ივლისი 2022  |  18:02

Dauer Porsche-Le Mans-ის ტრიუმფატორი

სპორტული ავტომობილების ულამაზეს სამყაროში 90-იანი წლები ყველაზე სანატრელი პერიოდი იყო. ამ დროში სარბოლო ბოლიდებთან პირდაპირი შეხება შესაძლებელი იყო, რადგან კომპანიები ისეთ მოდელებსაც კი აწარმოებდნენ, რომლებითაც ყოველდღიური მოხმარების გზებზე გადაადგილება შეგეძლოთ. ასეთი ავტომობილების წარმოება შეზღუდული იყო, მაგრამ ერთი წამით წარმოდიგინეთ, რომ თქვენ Le Mans-ის ტრიუმფარტორის ყიდვა და საყიდლებზე წასვლაც კი შეგეძლოთ.

The Story of the Dauer 962 LM, a Le Mans-Winning Porsche Unleashed on  Public Roads - autoevolution

დღევანდელი მონაცემებით Porsche-ს ავტორიტეტი უდიდესია, იგი ძალზედ სწრაფ მანქანებს აწარმოებს და თითქმის არა არსებობს რეკორდი და რბოლა, რომელსაც ეს კომპანია ვერ უმკლავდება. ამ მიზნების მიღწევა არც ადრე უჭირდა Porsche-ს, მაგრამ დღეს ჩვენ ალბათ ყველაზე განსხვავებულ მოდელს გავიხსენებთ, რაც კი ამ კომპანიის სიტორიაში არსებულა. იგი ყველაფრით გამორჩეულია და ვიზუალურად თუ შევაფასებთ, ჩვეულებრივ Porsche-სთან ასოცირებულ დიზაინს საერთოდ არ იზიარებს. ეს ყველაფერი გერმანელი მრბოლელის Dauer-ის დამსახურებაა. ამ ადამიანმა Porsche-სთან კოლაბორაციის საფუძველზე ლეგენდარული Le Mans-ის მოგება გადაწყვიტა.

1994 Dauer 962 Le Mans | Porsche | SuperCars.net

Dauer-Porsche 962 მსოფლიომ პირველად 1993 წელს იხილა. ავტომობილი Porsche-ს 6 ცილინდრიანი ოპოზიტური ძრავით იყო აღჭურვილი, რომლის მოცულობაც 3 ლიტრს შეადგენდა და მას ორი ტურბო ჰქონდა დამატებული. აღნიშნული აგრეგატი 730 ცხენისძალას გამოიმუშავებდა და 100-მდე სულ რაღაც 2.7 წამში ჩქარდებოდა. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 404 კმ/სთ-ს აღწევდა. მსგავსი მონაცემებით ბევრი თანამედროვე „ჰიპერქარის“ კი ვერ დაიკვეხნის. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი 1993 წელს იყო ხელმისაწვდომი! ავტომობილის ძარა მთლიანად კარბონის და ფიბერგლასის დეტალებით იყო აწყობილი, რამაც მისი წონა საგრძნობლად შეამცირა და ავტომობილი 1080 კილოგრამს იწონიდა. Street Legal ვერსიასაც კი იდენტური 5 სიჩქარიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი ეყენა, რითაც სარბოლო ვერსია ასპარეზობდა.

The Story of the Dauer 962 LM, a Le Mans-Winning Porsche Unleashed on  Public Roads - autoevolution

Dauer-Porsche „ლემანზე“ ორი ბოლიდით წარსდგა და შესანიშნავ გამარჯვებასაც მიაღწია, რის შემდეგაც Dauer-მა გადაწყვიტა რამოდენიმე სამოქალაქო ვერსია შეექმნა, რომლის ფასიც 1 200 000 დოლარს შეადგენდა. სამოქალაქო ვერსიაში საწვავის ავზის ტევადობა გაზარდეს 120 ლიტრამდე და ერთი სავარძლის მაგივრად ინტერიერში ორი დაამონტაჟეს. საბოლოო ჯამში სულ 13 ავტომობილი შეიქმნა, მათ შორის ორი სარბოლო ვერსიაც შედიოდა, აღნიშნული რაოდენობიდან 5 ერთეული ბრუნეის პრინცმა იყიდა, რომელიც აღნიშნული მოდელის უდიდესი გულშემატკივარი იყო.

გაზიარება: