ერთ-ერთი ყველაზე მაღალგარბენიანი BMW E39 M5 მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ სპორტული ავტომობილები მართვის სიამოვნებისთვის და ექსტრემალური გადაადგილებისთვის არის შექმნილი, მათი უმეტესობა ცხოვრების დიდ ნაწილს ფარეხებში ატარებს. სპორტული სედანები უფრო პრაქტიკულია. ამ ავტომობილებს ხალხი ყოველდღიურადაც მოიხმარს. თუმცა, ეს M5 E39 საერთოდ სხვა ლიგაში ასპარეზობდა.
სურათზე ნაჩვენებ 2002 წლის BMW M5-ის ოდომეტრზე 873 609კმ აქვს გამოსახული. დიახ, ეს 500 000 მილიანი სედანია, რომელიც უკვე 20 წელია გზებზე გადაადგილდება. კილომეტრების ეს რაოდენობა დედამიწას წრეს 21-ჯერ დაარტყამდა. ჩათვალეთ, რომ ეს M5 მთვარემდე 2.27-ჯერ მივიდა. შესაძლოა საქმე მსოფლიოში ყველაზე მაღალგარბენიან E39 M5-თან გვქონდეს.
თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მანქანა განადგურებულია. ავტომობილი საკმაოდ კარგ ფორმაშია. Sterling Grey საღებავი მშვენივრად გამოიყურება და დეფექტები არ აღენიშნება. ინტერიერში ორიგინალი ფერებია შენარჩუნებული. დეტალებზე კი ხმარების კვალი თითქმის არ აღინიშნება. ერთადერთი, რაც მანქანას აკლია კაპოტია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მფლობელს ეს ნაწილი გასაახლებლად აქვს გაგზავნილი. ძრავის განყოფილებაში კი ყველაფერი ჩინებულად გამოიყურება.
M5-ის მეპატრონე ამბობს, რომ მანქანას ქარხნული ძრავა და მანაწილებელი ლილვის ამძრავი ჯაჭვი აქვს. გასაოცარია, რომ აგრეგატს თითქმის მილიონი კილომეტრის დაფარვის შემდეგ გახსნა და რესტავრაცია არ დასჭირვებია. ქარხნის დატოვებისას მოდელი 394 ცხენის ძალასა და 500 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. სავარაუდოდ, ეს სიმძლავრე შესუსტებული იქნება, თუმცა, რა რაოდენობა შთანთქა დრომ მაინც საინტერესოა.
თუ მფლობელი ავტომობილის დინამომეტრზე გატესტვას ეცდება შედეგს აუცილებლად მოგახსენებთ. იქამდე კი თქვენი პროგნოზია საინტერესო, რაც კომენტარების სექციაში შეგიძლიათ დააფიქსიროთ.