მძღოლის დამხმარე სისტემები, ციმციმა, ღილაკები
Aa
Aa

რომელ ღილაკს არ იყენებენ მძღოლები ავტომობილში?

ახლახან ჩვენმა რედაქტორმა, თენგო გოგილაშვილმა, ჩვენი სამუშაო გარემო თავისი ავტოჟურნალების კოლექციის ნაწილით გაამდიდრა. მათი უმეტესობა ძველი გამოშვებისაა და უამრავ, დღეისთვის მივიწყებული და საკულტო ავტომობილებს აერთიანებს. ერთ-ერთი ასეთი ჟურნალის თვალიერებისას კი 1998 წლის Opel Astra-სთვის მიძღვნილ გვერდს გადავაწყდი, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მანქანა სრული ელექტრო პაკეტითაა წარმოდგენილი. წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც სრული ელექტრო პაკეტი აღნიშვნის ღირსი იყო და ეს გვაოცებდა.

თანამედროვე ავტომობილები ტექნოლოგიურად უფრო დაიტვირთა. ინტერიერში უამრავი ღილაკები გვაქვს. ყოველდღიური გადაადგილებისას გარკვეულ ფუნქციონალებს ყურადღებას არც კი ვაქცევთ. დროთა განმავლობაში მათი არსებობა საერთოდ გვავიწყდება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ იმ ღილაკებზე და გადასართავებზე გვესაუბრა, რომლებსაც ხშირად არ ვიყენებთ.

ზოგჯერ ავტომობილებს ისეთი დამალული ფუნქცია აქვთ, რომლის შესახებაც მძღოლებმა არაფერი იციან. მაგალითისთვის, BMW-ს Mini-ს მფლობელების უმეტესობამ არ იცის, რომ გასაღებზე გაღების ღილაკზე ორჯერ დაჭერით და მეორე დაჭერაზე თითის დატოვებით ყველა შუშა დაბლა ჩამოდის. რა თქმა უნდა ეს ის ღილაკია, რომელსაც რეგულარულად ვხმარობთ, თუმცა, რამდენად ხშირად იყენებთ ამ ფუნქციას?


გარდა ამისა, BMW-ს მძღოლები თითქმის არასდროს იყენებენ ციმციმებს. ეს ჩვენი მოგონილი სტერეოტიპი არ არის. მწარმოებელი ერთი თვის წინ ამ ფაქტს თავადაც შეეხო და Twitter-ის პლატფორმაზე გასაჯაროებული ტექსტით გაგვახალისა.

საქართველოში, თანამედროვე ავტომობილებზე, ყველაზე იშვიათად ალბათ ნავიგაციის ღილაკს ვიყენებთ. ეს Google Maps-ის მოსახერხებელმა სისტემამ გამოიწვია. ნავიგაციის სიგნალისთვის დამატებითი თანხების გადახდა არავის უღირს. გარდა ამისა, საკმაოდ იშვიათი გამოყენებისაა მოცურების საწინააღმდეგო სისტემის გათიშვის ღილაკი. ამ ღილაკს მაშინ უნდა დააწვეთ, როდესაც თოვლის ან ტალახის პირობებში მეტი ძალა დაგჭირდებათ. ასევე, მძღოლები თავის SUV-ებზე თითქმის არასდროს იყენებენ უგზოობაში სასიარულო სისტემებს, როგორიცაა 4x4 სისტემა, აღმართზე დაშვების ფუნქცია და ა.შ.

მსოფლიოს მასშტაბით კი მძღოლები ავტონომური მართვის სისტემის გამოყენებას არიდებენ თავს. სისტემა, რომელიც მართვის კორექციას ასრულებს და პროცესში მნიშვნელოვნად ერევა - ბევრ ადამიანს აღიზიანებს.

საინტერესო ფაქტია დაფიქსირებული ელექტრომობილებზეც. აშშ-ში ჩატარებული კვლევების მიხედვით, EV-ის მძღოლები არასდროს იყენებენ Launch Control-ს. მათ უმეტესობას უკვირს კიდეც, თუ რატომ აქვს ენერგოეფექტურობისთვის შექმნილ ავტომობილს ამგვარი ფუნქციონალი. მათ Ferrari-ის კონკურენტობა არაფერში სჭირდებათ.

და რომელ ღილაკს და ფუნქციას არ იყენებთ თავად?

მსგავსი სიახლეები