Aa Aa
30 ივლისი 2022  |  10:17

ვანდალი Mercedes-AMG C 63-ს ფანჯარას ამტვრევს და მფლობელიც იქვეა

მიზეზი უცნობია.

სათვლათვალო კამერამ გადაიღო, როგორ ამტვრევს ვანდალი Mercedes-AMG C 63 S კაბრიოლეტის შუშას. ვიდეო პასადენაში, კალიფორნიაშია გადაღებული. კაცი გრძელი, თეთრი წვერით სპორტულ ავტომობილს უახლოვდება. ფანჯარას რაღაცას ესვრის. სავარაუდოდ ქვას. მძღოლის მხარეს ფანჯარა იმსხვრევა.

ვიდეოში მეორე მამაკაციც ჩნდება. ის Mercedes-ის მფლობელია. რამდენიმე წამით ვანდალს მისდევს. შემდეგ კი თავს ანებებს და გაქცევის საშუალებას აძლევს.

უცნობია, რატომ აირჩია ვანდალმა ეს Mercedes-ი. იყო ეს შემთხვევითი, თუ მფლობელთან პირადული ანგარიშები ჰქონდა გასასწორებელი. მიზეზის მიუხედავად, სხვის ავტომობილზე ასეთი თავდასხმა დასაგმობი საქციელია. პოლიცია ამ ვიდეოს საშუალებით დამნაშავის იდენტიფიცირებას მარტივად შეძლებს.

ეს ვიდეო და Mercedes-ის სავარძლის ფოტო „ინსტაგრამზე“ გამოჩნდა. კომენტარებში მომხმარებლებმა მომხდარზე აზრი გამოთქვეს. ზოგი მიიჩნევს, რომ კაცმა ეს განზრახ, ეჭვიანობის გამო გააკეთა. სხვების აზრით, კი ამ საქციელის გამო სხვა ვანდალს „მუხლებს დაუმტვრევდა“.

და თქვენ როგორ მოიქცეოდით მსგავს სიტუაციაში?

გაზიარება: