Porsche Red Bull-ში 50%-იან წილს შეიძენს
Aa
Aa

Porsche Red Bull-ში 50%-იან წილს შეიძენს

ოფიციალური განცხადება შესაძლოა 4 აგვისტოს ვიხილოთ.

Porsche Red Bull-ის ფორმულა 1-ის გუნდში 50%-იან წილს ყიდულობს. კონტრაქტი 10-წლიანი იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს თანამშრომლობა, ევროკავშირის რეგულაციებისთვის გვერდის ასავლელად, მოროკოში გაფორმდა. ამ თანამშრომლობის შესახებ კომპანიები 4 აგვისტოს განაცხადებენ.

გავრცელებული დოკუმენტების თანახმად, Porsche წილს Red Bull Technology-ში ყიდულობს, მაგრამ შეთანხმება მთელს გუნდზე გავრცელდება.

Volkswagen Group-მა უკვე დაადასტურა, რომ Porsche და Audi ფორმულა 1-ში გამოჩნდება, როცა 2026 წელს ახალი რეგულაციები ამოქმედდება. Audi-ს სახელსაც Red Bull-ის გუნდს უკავშირებდნენ. ამ სიახლის შემდეგ კი ბრენდის მომავალი ფორმულა 1-ში კიდევ უფრო ბუნდოვანია.

Honda-მ ფორმულა 1 გასულ სეზონში დატოვა. თუმცა, კონტრაქტის თანახმად, მან ხარები ძრავებით 2025 წლამდე უნდა მოამარაგოს. ეს თანამშრომლობა ამჟამად Red Bull Powertrains Limited-ის სახელით გრძელდება. 2026 წლიდან კი Porsche-ს გზა გაეხსნება. თუმცა, იაპონურ ავტომწარმოებელს ამ ავტოსპორტის მიმართ ინტერესი დაუბრუნდა და 2026 წელსაც ფორმულა 1-ში იქნება.

ფორმულა 1 სულ უფრო პოპულარული ხდება და მისით სულ უფრო მეტი ავტომწარმოებელი ინტერესდება. ამჟამად, 10 გუნდს ძრავებით მხოლოდ 4 სხვადასხვა მწარმოებელი ამარაგებს.

მსგავსი სიახლეები