შეუძლია პროფესიონალ მძღოლს ABS-ს აჯობოს?
სკოტ მანსელი პროფესიონალი პილოტია. ის Driven Media-ს „იუთუბ“ არხის წამყვანიც გახლავთ. ამ ადამიანმა ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. მას აინტერესებდა შეეძლო თუ არა გამოცდილ მძღოლს ავტომობილის კომპიუტერზე სწრაფად გაჩერება.
მან წინა ვიდეოში Ferrari გვაჩვენა, სადაც სტარტიდან აჩქარება უფრო სწრაფად შეძლო, ვიდრე Ferrari-ის ინჟინრების მიერ შემუშავებული კომპიუტერი ახერხებდა. უკანასკნელ ვიდეოში კი მანსელი მსგავს შედეგს ელოდა.
ამ ვიდეოსთვის გადაწყვიტეს, რომ ტესტი მცირედით გაერთულებინათ. ეს საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება იყო, რადგან ყველა, ვისაც კლავიატურა აქვს და ზედმეტად თავდაჯერებულია ფიქრობს, რომ ნებისმიერ ადამიანზე უკეთესად მართვა შეუძლია. სწორედ ამიტომ, მანსელთან ერთად, ABS-ის გარეშე სამუხრუჭე მანძილის გასაზომად, რეგულარული მძღოლიც ჩართეს. ეს დაგვანახებდა იმას, თუ რამდენად დიდი სხვაობააა პროფესიონალ მრბოლელსა და ჩვეულებრივ მძღოლს შორის.
ანტიბლოკირების სამუხრუჭო სისტემა ძალზედ გამოსადეგი ტექნოლოგიაა. ის უსაფრთხოდ და ეფექტურად დამუხრუჭებას უზრუნველყოფს. სატესტო ავტომობილის, Mazda MX-5-ის, საშუალო სამუხრუჭე მანძილი, მაშინ როდესაც ABS-ი ჩართული იყო, 34.7 მეტრს შეადგენდა.
სტანდარტული მძღოლის საუკეთესო მაჩვენებელი 39 მეტრი იყო. მან ეს მონაცემი 5 საუკეთესო ცდიდან დააფიქსირა. ყველაზე ცუდი შედეგი 45 მეტრი გახლდათ. საშუალო მანძილი კი 42 მეტრს შეადგენდა. ეს ABS-ით მომუშავე ავტომობილთან შედარებით თითქმის 8 მეტრით მეტია. საბედისწერო მომენტში კი 8 მეტრი დიდი მანძილია.
ამ პატარა ტესტით მარტივად დამტკიცდა, რომ ABS-ი საკმაოდ მნიშვნელოვანი სისტემაა. თუმცა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მძღოლს მაშინ, რიდესაც მანქანას ABS-ი არ აქვს? 5 სატესტო გარბენი მანსელმაც შეასრულა. პირველი ორი გარბენის სამუხრუჭე მანძილი 40 მეტრზე მეტი იყო. საუკეთესო შედეგი კი 37.5 მეტრი გახლდათ. ეს ABS-ის სისტემით აღჭურვილ მანქანაზე 2.7 მეტრით მეტი გახლდათ.
ამ მარტივი ტესტიდან ვიგებთ, რომ გადამწყვეტ სიტუაციებში ABS-ი აუცილებლად დაგეხმარებათ. პროფესიონალ და რეგულარულ მძღოლებს შორის კი საკმაოდ დიდი სხვაობაა.