Toyota ფიქრობს, რომ კლიენტები ავტომატურ გადაცემთა კოლოფიან Supra-ს აირჩევენ
ოთხი Supra-დან მექანიკური გადაცემათა კოლოფი მხოლოდ ერთს ექნება.
Toyota-ზე ბოლო დროს რაც ზუსტად ვიცით ისაა, რომ კლიენტებს უსმენს. 2019 წელს მეხუთე თაობის Supra გამოვიდა და მას შემდეგ ენთუზიასტები მექანიკურ გადაცემათა კოლოფებს ითხოვენ. A90 წინა 4 თაობის ტრადიციას გააგრძელებს და მას მექანიკური გადაცემათა კოლოფი ექნება.
მიუხედავად უდიდესი გამოხმაურებისა, რომელიც მექანიკურ გადაცემათა კოლოფიანი Supra-ს გამოსვლას მოჰყვა, Toyota დარწმუნებულია, რომ კლიენტები მაინც ავტომატურ გადაცემათა კოლოფებს აირჩევენ. Toyota-ს ჩრდილოეთ ამერიკის დივიზიის პრესსპიკერის პოლ ჰოგარტის თქმით, მექანიკური გადაცემათა კოლოფით გაყიდული მოდელები მხოლოდ მეოთხედი იქნება.
ბევრი კომპანია მექანიკურ გადაცემათა კოლოფებზე საერთოდ უარს ამბობს. Volkswagen-ის თქმით, 2030 წლამდე თავისი ავტომობილებიდან მექანიკურ გადაცემათა კოლოფებს ნელ-ნელა გააქრობს. იგივე გეგმა აქვს Mercedes-საც. გერმანული ავტომწარმოებელი პროცესს 2023 წლიდან აქტიურად დაიწყებს.
Audi თავის სწრაფ ავტომობილებში მექანიკურ გადაცემათა კოლოფებს უკვე აღარ იყენებს. BMW კი ცდილობს, იმდენ ხანს შეინარჩუნოს, რამდენ ხანსაც შესაძლებელი იქნება.
2023 წლის Toyota Supra, მათ შორის შეზღუდული წარმოების A91-MT Edition-ი, წლის ბოლოს გამოვა. ფასები ჯერ ცნობილი არ არის. გადაცემთა კოლოფის მიხედვით ფასში განსხვავება არ იქნება. მექანიკური გადაცემათა კოლოფი ექსკლუზიურად 6-ცილინდრიანი ვერსიისთვის იქნება.